in

კომპანიები, რომლებიც თქვენი სახლის დალაგებაში დაგეხმარებათ – 7 დასუფთავების სერვიცი საქართველოდან

სახლის დალაგება და დასუფთავება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, თუ დატვირთული სამსახურებრივი გრაფიკი და სწრაფი ცხოვრებისეული ტემპი გაქვთ, ხშირად გიწევთ მოგზაურობა ან პატარები გყავთ სახლში, ეს ყოველივე ამ პროცესს უფრო ართულებს. კერძო სახლის შემთხვევაში წესრიგის შენარჩუნება და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა მარტივი ნამდვილად არაა. შესაძლოა, დასვენების დღეები, რომელიც განტვირთვასა და საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებას უნდა მოახმაროთ, ამხელა სივრცის მოწესრიგებას დაუთმოთ, რაც ორმაგად გღლით და ენერგიას გაცლით. თანამედროვე სამყარო იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ცხოვრება უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გავხადოთ. ამიტომ ბაზარზე არსებობს სპეციალური კომპანიები, რომლებიც სახლის სისუფთავეზე ჩვენ მაგივრად იზრუნებენ. დღეს სწორედ მათ გაგაცნობთ, რათა მარტივად მოახერხოთ დროის თქვენდა სასარგებლოდ გამოყენება და სახლში წესრიგიც დაიცვათ.

1. Mycleaner.ge

ფუნდამენტური დალაგებისთვის თუ პროფესიონალთა გუნდს მიმართავთ, მაშინ შესაძლოა დასუფთავების სერვისმა – Mycleaner.ge-მ დაგაინტერესოთ. მომსახურება, რომელსაც კომპანია გთავაზობთ, დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში და მის უფრო საინტერესოდ, ნაყოფიერად გატარებაში. გამოცდილი ადამიანები თქვენს მაგივრად შეასრულებენ ამ დამღლელ, შრომატევად სამუშაოს და შესაძლებლობას მოგცემენ ეს პერიოდი უფრო საინტერესოდ გაატაროთ.

2. Cleanlab 

Cleanlab-ი 3 წელზე მეტია რაც ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელს დასუფთავების, დეზინფექციისა და ქიმწმენდის მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული სერვისებით შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტების დალაგება, როგორებიცაა – სახლი/აგარაკი, ოფისი, სადარბაზო, აუზი, გარე ფასადი. თქვენთვის სასურველი ტიპის მომსახურებას პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ და მოაწესრიგებს სივრცეებს, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და ჯანსაღად იგრძნოთ.

3. კამკამა 

დასუფთავების მომსახურების სერვისებს „კამკამაც“ გთავაზობთ. გარემო ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. მოუწესრიგებელი და ჭუჭყიანი სივრცე კი მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამის უზრუნველსაყოფად, დროისა და ენერგიის დანახარჯის გარეშე, გამოცდილი გუნდი პროფესიონალურ მომსახურებას გაგიწევთ. სხვადასხვა სირთულის სამუშაოს თავიდან აგარიდებთ და სახლში წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებათ.

 4. CleanMaster.ge

თუ სახლი დასალაგებელი გაქვთ, თქვენ კი დროის უფრო სასიამოვნოდ გატარება გსურთ, ბავშვებთან თამაში, გასეირნება ან საინტერესო წიგნის წაკითხვა, CleanMaster.ge კიდევ ერთი სივრცეა, რომელიც დასუფთავებაზე თქვენს მაგივრად იზრუნებს. ეს მომსახურება საშუალებას მოგცემთ უკეთესად დაისვენოთ და მეტად კონცენტრირდეთ თქვენს საქმესა თუ პირად ცხოვრებაზე.

5. Dasuftaveba.ge

შესაძლოა თავად ალაგებდეთ სახლს, მაგრამ ამისთვის მცირე დრო გქონდეთ გამოყოფილი, საკმარის კონცენტრაციას ვერ ახდენდეთ, რის გამოც სრულყოფილად და საფუძვლიანად ვერ ახერხებდეთ ჭუჭყის მოცილებასა თუ ადგილების დასუფთავებას. ამიტომ პროფესიონალების დახმარება ამ შემთხვევაში კარგი გადაწყვეტილება იქნება. ერთ-ერთ ასეთ მომსახურებას Dasuftaveba.ge-ც გთავაზობთ, რომელიც სუფთა გარემოს შექმნაზე იზრუნებს.

6. ქათქათა

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, შინ დაბრუნება და კვლავ სახლის საქმეების მოგვარება საოცრად დამღლელია. ბევრად მარტივია მისი დალაგება გამოცდილ გუნდს მიანდოთ, თავად კი დამქანცველი დღის მერე სუფთა გარემოში დაისვენოთ. „ქათქათა“ დასუფთავებისა და დალაგების სერვისებს გთავაზობთ, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას ბევრად შეამსუბუქებს და მას კომფორტულს გახდის.

7. Cleanup 

Cleanup, არის სივრცე, რომელიც თქვენი გარემოს სიჯანსაღეზე ზრუნავს. მაშინ როდესაც საინტერესო გამოცდილებებსა და ისტორიებს აგროვებთ, ან საყვარელ ადამიანებთან ატარებთ დროს, პროფესიონალი ადამიანები თქვენი საცხოვრებელი სივრცის მოწესრიგებას უზრუნველყოფენ. ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნებისმიერი დავალებას და სისუფთავეზე ზრუნავენ..

როგორ დავაღწიოთ თავი დაობებულ კედლებს?

მშვიდი აპარტამენტი ტულუმში გამორჩეული დიზაინით