ინტერიერში დეკორატიულ ელემენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ერთ-ერთი ასეთი მიმზიდველი და ამავდროულად საკმაოდ ფუნქციური დეტალი დაწნული კალათაა, რომელსაც მრავალი დანიშნულებით გამოიყენებთ და სახლის ნებისმიერ ზონაში ადგილს მიუჩენთ. ის იდეალური საშუალებაა სხვადასხვა ნივთების შესანახად, პრაქტიკული სათავსოს შესაქმნელად და ყვავილების ქოთნის გასალამაზებლად. დღევანდელ სტატიაში ასეთი კალათების შესახებ გიამბობთ და იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც მრავალფეროვან მოდელებს შეიძენთ.
JYSK
დაწნული კალათა ინტერიერში იდეალური დანამატია როგორც ესთეტიკური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ის სივრცეს უფრო ორგანიზებულს, პრაქტიკულსა და მოხდენილს ხდის და განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ამასთანავე, ეკოლოგიური სისუფთავითაც გამოირჩევა, დაწნული კალათების უმეტესობა ბუნებრივი, მდგრადი მასალებისგან მზადდება და ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს. მრავალფეროვანი მოდელების შეძენა კი „JYSK“-შია შესაძლებელი.
VELI.store
“VELI.store”-ზე მიმზიდველ დაწნულ კალათებს შეხვდებით, რომლებიც თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს გაალამაზებს და ნებისმიერ მცენარეს დაამშვენებს. მოდელები სადა, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, რომლებიც საუცხოო ბრწყინვალებასა და მომხიბვლელობას შემატებს განსხვავებული სტილის სივრცეებს.
Mysa
„Mysa“-ს შოურუმში შეგეძლებათ დაწნული კალათის შეძენა, რომელიც საკმაოდ პრაქტიკული და ფუნქციური სათავსოა სხვადასხვა ნივთებისთვის. მოდელი საკმაოდ კომპაქტური და ადვილად სატარებელია, ამიტომ ექსტერიერსა თუ ინტერიერს მარტივად მოარგებთ.
და’წნული
„და’წნული“ გთავაზობთ ხელნაკეთი, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებულ დაწნულ კალათებს, რომლებიც მრავალფუნქციურია და სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ — მოათავსოთ ტექსტილი, შეინახოთ საყოფაცხოვრებო ნივთები, დეკორატიული აქცენტები შექმნათ ინტერიერში ან ყვავილები გაალამაზოთ.
Art calamus
„Art calamus“-ს ქართული ბრენდია, რომელიც ხე-მცენარეებისგან საინტერესო ნივთებს ამზადებს, მათ შორის დაწნულ კალათებს, რომლებიც ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა. დაწნული კალათები ჰაერის კარგი გამტარია, ამიტომ მუდმივ ვენტილაციასა და ნივთების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასევე, იდეალური საშუალებაა საყვავილედ, თქვენი ეზოს გასაფორმებლად.
დომინო
დაწნული კალათები შეგხვდებათ „დომინო“-შიც, რომლებსაც მარტივად განათავსებთ სააბაზანოში, სამზარეულოსა თუ საძინებელში. ასევე, უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდით თქვენს ექსტერიერს და ყვავილებთან ერთად ეზოს დეკორატიულად გააფორმებთ.
ბრიკორამა
დაწნულ კალათებს შეუძლია ინტერიერს ბუნებრივი იერსახე შესძინოს და ის ესთეტიკურად ბევრად უფრო მიმზიდველი გახადოს. ამასთანავე, დაგეხმაროთ სივრცეში ორგანიზებული და მოწესრიგებული გარემო შექმნათ, რომელიც თვალისათვისაც სასიამოვნო აღსაქმელი იქნება. განსხვავებული დიზაინის მოდელებს კი „ბრიკორამაშიც“ შეიძენთ.
Vendoo
„Vendoo“-ზე დისტანციურად შეძლებთ თქვენთვის სასურველი მოდელის შერჩევას, რომელსაც ყოველდღიურ მოხმარებაში მრავალფუნქციურად გამოიყენებთ და მომხიბვლელობას შემატებთ სივრცეს.