in

დევიდ ჩიპერფილდი — მოცულობითა და ჩრდილებით მოთამაშე არქიტექტორი

თანამედროვე მინიმალისტური დიზაინით ცნობილი დევიდ ჩიპერფილდი 1953 წელს ლონდონში დაიბადა. იგი კინგსტონის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა და არქიტექტურის ხარისხი ლონდონის არქიტექტურული ასოციაციისგან მიიღო. დევიდმა სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობა ცნობილი არქიტექტორების (დუგლას სტეფენი, რიჩარდ როჯერსი და ნორმან ფოსტერი) სხვადასხვა დიზაინერულ და არქიტექტურულ ფირმებთან დაიწყო.

თანამედროვე ლიტერატურის მუზეუმი

1985 წელს მან წამოიწყო საკუთარი ინდივიდუალური პრაქტიკა David Chipperfield Architects-ის სახელწოდებით. დევიდის საწყისი სამუშაოების უმეტესი ნაწილი იაპონიაში განხორციელდა. იგი ყოველთვის ცდილობდა ტრადიციული მოთხოვნებისა და კულტურული შეზღუდვების შერწყმას თანამედროვე, მაგრამ მინიმალისტური დიზაინის მიდგომებთან. დევიდის მგრძნობელობამ კონტექსტისა და პროექტის გარემოს მახასიათებლების მიმართ მას დიდი პოპულარობა მოუტანა ისეთ ტრადიციულ რეგიონში, როგორიცაა იაპონია. გარდა ამისა, ის მუშაობდა უამრავ პროექტზე გერმანიაში, გახსნა ოფისები ბერლინში, ლონდონში, მილანსა და შანხაიში — მთლიანობაში 260 ადამიანისგან შემდგარი პერსონალით.

Neues Museum, ბერლინი
River and Rowing Museum, ინგლისი

დევიდ ჩიპერფილდმა თხუთმეტი წლის განმავლობაში ძალიან დიდი პოპულარობა და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის — Royal Institute of British Architects (RIBA) Stirling Prize.

არქიტექტორი მკაცრად იცავს საკუთარ მინიმალისტურ სტილს. მას მოცულობებით თამაშის, ასევე სინათლისა და ჩრდილის კონტრასტული ეფექტების სჯერა.

Museo Jumex, მეხიკო
Turner Contemporary

დევიდ ჩიპერფილდი განაგრძობს მოღვაწეობას უწყვეტი ენთუზიაზმით და აპირებს იმუშაოს კომერციულ არქიტექტურაზე დამაინტრიგებელი დიზაინით არა მხოლოდ პირადი მოგების, არამედ არქიტექტურის გაუმჯობესების მიზნით.

America’s Cup Building, ვალენსია, ესპანეთი
Figge Art Museum, აიოვა

The Hepworth Wakefield, ინგლისი

სად შევიძინოთ ტრენდული დიზაინერული ჭურჭელი? – 6 მაღაზია თბილისში

კომფორტის საიდუმლო — 10 აქტუალური სკანდინავიური ტენდენცია