ამ ბინაში არა დეკორატიული თეფშები ამშვენებს კედელს, არამედ კედელი ცნობილი იტალიელი მხატვრის, მოქანდაკისა და ინტერიერის დეკორატორის – პიერო ფორნასეტის ნახატებიანი საკოლექციო თეფშებისთვის ფონის შესაქმნელად გამოიყენება. ვინაიდან ყველა თეფში ხელოვანის ხელით არის გაერთიანებული, ისინი ერთად კარგად გამოიყურება. და სწორედ ეს არის თეფშების კოლაჟის პირველი წესი: მასში რაღაც გამაერთიანებელი ელემენტი უნდა არსებობდეს.
შესაძლოა, გამაერთიანებელი ელემენტი ფერი იყოს – შესანიშნავი კომპოზიციის შედგენა შეიძლება სხვადასხვა ფორმის თეთრი დეკორატიული თეფშებისგან. ფონი შეიძლება იყოს თეთრი (როგორც დიზაინერ კეტრინ ევის მიერ შექმნილ ამ ოთახში) ან მუქი, კონტრასტული. თეთრი თეფშები ნახატებიან შპალერთანაც ჰარმონიულად გამოიყურება.
დეკორატიული თეფშები ლამაზად გამოიყურება ღია თაროებზე: ამ შემთხვევაში, თარო ასრულებს ჩარჩოს ფუნქციას, რომელშიც კომპოზიცია არის ჩასმული.
თქვენ ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა ზომის და ფერის თეფშების კომპოზიცია შექმნათ, მაგრამ ისინი ინტერიერის ფერთა პალიტრას უნდა ეხმიანებოდეს.
მსგავსი თემატიკის მქონე თეფშები ერთად კარგად გამოიყურება – მაგალითად, შეგიძლიათ კომპოზიცია ყვავილების გამოსახულებების მქონე თეფშებისგან შექმნათ.
დეკორატიულ თეფშებს შესწევს უნარი, გაამყაროს ინტერიერის მთლიანი იდეა და ეს აუცილებელიც არის. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე სასადილო ოთახში შპალერი მწვანე ტოტებით, ყვავილებითა და ჩიტებით ქმნის განწყობას. ყვავილების ნიმუშით გაფორმებული თეფშები, რომლებიც იმავე თეთრი და მწვანე ფერის სქემით არის დამზადებული, საერთო სურათის კიდევ ერთ დეტალს წარმოადგენს.
და ბოლოს, თეფშებს შეუძლია იპოვონ ადგილი არა მხოლოდ სამზარეულოში ან სასადილო ოთახში, არამედ მისაღებში, საძინებელში და აბაზანაშიც კი. ქვემოთ ნაჩვენები ელეგანტური აბაზანა ამის ნათელი მაგალითია.