in

საახალწლო დეკორი გამომშრალი ფორთოხლებისგან

ახალი წელი ახლოვდება, ნაძვის ხის მორთვის და სახლის სადღესასწაულოდ მოწყობის დროა. საახალწლო განწყობის შექმნაში საშობაო დეკორაციები, კლასიკური ბურთები, გირლანდები, სერპენტინი და კონფეტი დაგეხმარებათ. თუმცა ბოლო დროს საახალწლო დეკორში გამოჩნდა კურსი ეკოლოგიურობისკენ: „მეტი ბუნება სახლში!“ — ერთხმად მოგვიწოდებენ მოდის ბლოგერები და ინტერიერის ჟურნალები. ჩვენ ამ ტენდენციას ვუერთდებით და გთავაზობთ, საახალწლო გარემო მარტივი დეკორაციებით დაამშვენოთ. დღეს გასწავლით, როგორ უნდა გამოაშროთ სწორად ფორთოხლის ნაჭრები და გააკეთოთ მათგან გირლანდები.

ინტერიერის გამხმარი ფორთოხლის ნაჭრებით გაფორმება შესანიშნავი დეკორატიული გადაწყვეტაა, რომელიც არა მხოლოდ ბრწყინვალედ გამოიყურება, არამედ სახლს სასიამოვნო არომატით ავსებს. ყველაზე პოპულარული ვარიანტი მათი გამოყენებით გირლანდის გაკეთება და კედლებზე ჩამოკიდებაა. შეგიძლიათ ისინი ნაძვის ხის გასაფორმებლადაც გამოიყენოთ, ასევე სადღესასწაულო სუფრაზე ჭიქები ან სტუმრებისთვის განკუთვნილი პერსონალური მოსაწვევები მორთოთ. ახლა კი, მოდით დავიწყოთ!

გვჭირდება:

  • ფორთოხლები;
  • სქელი ძაფი ან ბაწარი (გირლანდისთვის);
  • მაკრატელი.

ვიწყებთ:

  1. დაჭერით ფორთოხალი თხელ ნაჭრებად.
  2. მოათავსეთ ისინი თეფშზე.
  3. შედგით ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე (50-100 C°)
  4. ხშირად შეამოწმეთ ღუმელი, რათა ფორთოხალი ძალიან არ გამოშრეს.
  5. თუ შიდა რბილი ნაწილი უმი აღარ არის, მაშინ თქვენი ნაჭრები მზადაა. მთელ პროცესს დაახლოებით 4 საათი სჭირდება.
  6. ნაჭრები ფრთხილად გახვრიტეთ, აკინძეთ და უკვე მზა გირლანდები ფანჯარაზე, კედელზე ან ნაძვის ხეზე დაკიდეთ. მათ ასევე შეუძლია დაამშვენოს ჭაღი ან სადღესასწაულო სუფრა.

ქართველი სტუდენტების პროექტი “Intersection for Interaction” TerraViva-ს საერთაშორისო კონკურსის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა

Homeis.ge-ის 5 რჩეული ნაძვის ხის სათამაშო თბილისის მაღაზიებიდან