in

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები LG-ისთან ერთად

ზაფხულის ცხელ დღეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება არის მაცივარი. მაცივრის შერჩევისას გადამწყვეტ მახასიათებელს მისი ტევადობას წარმოადგენს, თუ ამ მონაცემს იდეალურად შექმნილი დიზაინიც ერთვის თან, საუკეთესო ვერსიას მივიღებთ.

დღევანდელ სტატიაში მინდა გაგაცნოთ კორეული ბრენდის LG-ის უახლესი ტექნიკა, რომელსაც წარმოების 70 წლიანი ისტორია გააჩნია და ის ყოველწლიურად ვითარდებოდა. LG-ის ტექნიკის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ელიტ ელექტრონიქსია.

გავიცნოთ LG_ის მაცივარი, რომელიც ტექნიკის ბაზარზე მისი ვიზუალით ყველაზე გამორჩეული და დახვეწილი მოდელია. GR-X267CQES არის ე.წ side-by side ტიპის მაცივარი, რომელიც იდეალურად მოერგება ყველა ტიპის სამზარეულოს.

დახვეწილ დიზაინთან ერთად, მაცივარი საკმაოდ ტევადია. მისი საერთო მოცულობა 617ლიტრია. (აქედან მაცივარ კამერა 412 ლიტრი ხოლო საყინულეში 205ლიტრი.) ამასთან GR-X267CQES არის A++ კლასის ელექტრო ენერგიის მოხმარების მხრივ, რაც მის ენერგოეფექტურობაზე მიუთითებს, ხოლო მისი ხმაურის დონე ძალიან დაბალი – 36 დეციბელია.

მაცივრის მარცხენა მხარეს მოთავსებულია მთლიანად საყინულე კამერა, მარჯვნივ კი მთლიანად მაცივარ კამერაა, სადაც გვაქვს როგორც სტანდარტული ისე ხილის და ბოსტნეულისთვის განკუთვნილი სათავსოები და სპეციალური მეტალის-ბოთლების მოსათავსებელი თარო.  სათავსოებზე ტენიანობისა და ტემპერატურის კონტროლი ხდება ინდივიდუალურად.

ამ მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემა Door-in-Door® ანუ  „კარი-კარში“ წარმოადგენს. მაცივრის წინა პანელი დამზადებულია ნახევრად გამჭვირვალე სარკისებრი მინისაგან, რომელზეც ორჯერ დაკაკუნებით ინთება შუქი, რის შედეგადაც კარის გაღების გარეშე შეგვიძლია დავინახოთ მასში მოთავსებული პროდუქტები.

Door-in-Door-ის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენთვის სასურველი სასმელები, ან პროდუქტი სიგრილის ნაკლები დანაკარგით შეგვიძლია ავიღოთ, რის გამოც შიდა ტემპერატურის დანაკარგთან ერთად ვზოგავთ დახარჯულ ელექტრო ენერგიასაც.

GR-X267CQES ასევე გააჩნია Hygiene FRESH+™ – ჰაერის ინტელექტუალური ფილტრი, რომელიც კლავს ბაქტერიებს 99,999 %-მდე და ანეიტრალებს არასასიამოვნო სუნს. სუფთა და ჯანსაღი ჰაერი, მაცივარში მოთავსებულ პროდუქციას ეხმარება კიდევ უფრო დიდხანს შეინარჩუნოს სიჯანსაღე.

მაცივრის წინა პანელზე ასევე მოთავსებულია წყლის რეზერვუარი, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად გვქონდეს მზად ყინულის კუბები და მაცივრის ტემპერატურის წყალი.

LG GR-X267CQES გააჩნია  ThinQ™  რეჟიმი (Wi-Fi), რომლის  საშუალებით შესაძლებელია ვმართოთ მაცივარი სმარტფონის საშუალებით ნებისმიერი ადგილიდან. ასევე სმარტფონის საშუალებით შესაძლებელია მაცივრის დიაგნოსტირება, იმ შემთხვევაში თუ რაიმე პრობლემა დაფიქსირდება.

გარდა იმისა რომ ამ მოდელს საკმაოდ დახვეწილი დიზაინი აქვს, მეტად მრავალფუნქციურია, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს და მიმზიდველს ხდის მას.

გარდა Door-in-Door მოდელებისა, ელიტ ელექტრონიქსში LG-ის ტექნიკის საკმაოდ დიდ ასორტიმენტს შეხვდებით, რომელიც ერთმანეთისგან დიზაინით, ფუნქციონალითა და საფასო კატეგორიით განსხვავდება. ნებისმიერი მათგანის ნახვა შესაძლებელია ელიტ ელექტრონიქსის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ან ონლაინ ee.ge-ზე.

[R]

ინტერიერში შემოჭრილი ექსტერიერი – Homeis.ge-ს მკითხველთა რჩეული პროექტები საქართველოდან

ელეგანტური ბინა სხვადასხვა ფერის ოთახებით