ბინის დღიურად გაქირავება დღეს პოპულარული ტენდენციაა, რადგან ეს შემოსავლის ერთ-ერთ ცნობილ და გავრცელებულ წყაროდ ითვლება. ხშირად ადამიანები გაქირავებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს საკუთარ თავზე იღებენ, თუმცა ეს საკმაოდ ხანგრძლივი და სტრესული პროცესია, რადგან მოითხოვს ისეთი საკითხების ყოველდღიურად მოგვარებას, როგორიცაა სტუმრების ბინაში დახვედრა, გაცილება, სივრცის დასუფთავება და ა.შ. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ბაზარზე შეიქმნა ახალი კომპანიები, რომლებიც სწორედ ასეთ დამღლელ პროცესებზე იღებენ პასუხისმგებლობას. ასეთი კომპანიები დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ სტუმრების დახვედრა/გაცილებას, სახლის საფუძვლიან დალაგებას ყოველი გასული სტუმრის შემდეგ, მათთან კომუნიკაციას და ნებისმიერი წამოჭრილი სახის პრობლემების მოგვარებასა. დღევანდელ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ კომპანიას გაგაცნობთ, რომელიც თქვენი ბინის გაქირავების მართვას საკუთარ თავზე აიღებს და დაგეხმარებათ.
ბუქინგისა და აირბნბ-ის რეგისტრაცია