25 ივლისს ბათუმში, მ. ლერმონტოვის N72-ში, თანამედროვე სანათების შოურუმ – „დილაითის“ ახალი ფილიალი გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ ხაზის სანათებისა და განათების მიმართულებით სრულ მომსახურებას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი, განსხვავებული სტილის განათების ბრენდი ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და ადგილობრივი მომხმარებლისთვის საერთაშორისოდ აღიარებული პროდუქცია, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მოდელები ხელმისაწვდომი გახადა. ამით კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა განათების, როგორც ინტერიერისა თუ ექსტერიერის დეკორის ნაწილის, წინ წამოწევასა და განვითარებაში.
„დილაითის” შოურუმში წარმოდგენილია არაერთი ევროპელი მწარმოებლის ექსკლუზიური მოდელები, მათ შორის — „Ferroluce“, „Market Set“, „JUNG“, „Made by Hand“, „Forestier“, „Zambelis“, “Ideal lux”, “Nordlux”, “Gtv”-ის კოლექციები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შოურუმში არსებული პროდუქციის უმეტესობა ხელნაკეთია და ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული, რის გამოც გამორჩეულ ადგილს იკავებს განათების ინდუსტრიაში და ჯანსაღი, მდგრადი გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.
დეკორატიული და არქიტექტურული განათების ფართო სპექტრი, რომელიც „დილაითში“ დაგხვდებათ, ტექნიკურ მახასიათებლებთან, უმაღლესი ხარისხის მასალებთან ერთად, დახვეწილი ფორმებით, სახასიათო დიზაინითა და ესთეტიკური მიმზიდველობით გამოირჩევა. ეს პროდუქტები განსხვავებული სტილის სივრცეს იდეალურად ერგება და ექსტერიერსა თუ ინტერიერში განსაკუთრებულ ეფექტსა და მომხიბვლელ შტრიხებს ქმნის, რაც დროის გასვლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას.
„დილაითის“ ახალი შოურუმი ბათუმში, მ. ლერმონტოვის N72-ში, 25 ივლისიდან ადგილობრივ მომხმარებლებს ექსკლუზიური ბრენდების სანათებს სთავაზობს. ამასთან ერთად, მიმდინარეობს სხვადასხვა აქტივობა ფასდაკლებების სახით, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შეუძლიათ ზაფხულის კოლექციასა და გარე განათებებზე სპეციალური შეთავაზებით — 10%-დან 15%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა და მათთვის სასურველი მოდელის დაბალ ფასად შეძენა. ამასთან ერთად, სპეციალურად ბათუმის შოურუმში, ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია ესპანური ბრენდის — „Faro“-ს ახალი, ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც მთელს მსოფლიოში თანამედროვე, ელეგანტური დიზაინისა და ხარისხიანი სანათების წარმოებით არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აქციებითა და შეთავაზებებით სარგებლობა 25 ივლისიდან ბათუმში, მ. ლერმონტოვის 72 ნომერში, „დილაითის“ ახალ შოურუმშია შესაძლებელი.
[R]