in

5 ყველაზე გამორჩეული დიზაინერული ბუხარი

სახლში სიმყუდროვეს არაფერი ქმნის იმაზე უკეთ, ვიდრე ბუხარი. ცეცხლის გვერდზე თბილ პლედში მოკალათება საუკეთესო განტვირთვაა, რომელიც დღის ბოლოს ყველა ადამიანს სჭირდება. ბუხარი სახლის ინტერიერში იმ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის რომელიც ყველას ასე გვჭირდება.  წარმოგიდგენთ მსოფლიო აღიარების მქონე, გამორჩეულად ლამაზი დიზაინის მქონე 5 ბუხრის მოდელს, რომლებიც შესაძლოა თქვენთვის ინსპირაცია გახდეს.

1. დიზაინერ დომინიკ იმბერტის მიერ 1968 წელს შექმნილი ბუხრის ამ დიზაინს, რომელიც იმ დროისთვის რევოლუციური იყო, როგორც ტექნიკური, ამავე დროს ინსტალაციის მხრივ, “Gyrofocus” ეწოდება. მისი სიმარტივე და სითბოს გამოცემის ეფექტურობა ბუხარი “Focus”-ის ბრენდის ხელწერა გახდა. იმბერტის დიზაინმა 2009 წელს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მოდელის ტიტულიც მოიპოვა.

დიზაინერ ნინო ნოზაძის პროექტი, ფოტოგრაფი: Alexander Kochashvili

2. ახალი და ინოვაციური ელექტრო ბუხარი ბრენდი Kalfire-სგან, რომლის HD ჰოლოგრამის დახმარებით, ცეცხლის ალი ბუნებრივს ძალიან ჰგავს, თქვენს სახლს კომფორტულს და მყუდროს გახდის. მის დამონტაჟებას ნებისმიერი ტიპის ინტერიერში შეძლებთ. 

3. ფრანგული ბრენდი “JC Bordelet”-ის ამ მშვენიერ მოდელს  “Eva 992” ეწოდება. ამ ხელნაკეთ,  ძვირადღირებულ ბუხარს ინტერიერში 360 გრადუსით შეგიძლიათ უყუროთ. ძვირფასი დეტალებით შექმნილი მოდელი ჭერიდან იკიდება სახლში და  ყველა ტიპის გარემოს ძალიან უხდება, ვინაიდან მისი დიზაინის ბევრი ვარიაცია არსებობს.

4. ეს ულტრათანამედროვე, მოძრავი ბუხარი, სახელწოდებით “Roll Fire”, ბრენდი Conmoto-ს მიერ არის შექმნილი. მოდელი მოძრავია –  შესაძლებელია თავისუფლად გადააადგილოთ სასურველ ადგილას, რაც ბუხრის დიზაინში საკმაოდ ნოვატორული ნაბიჯია. “Roll Fire” გვხვდება როგორც წრიულ, ასევე კვადრატულ ფორმაში. 

5.  ეს საოცარი, უნიკალური ნახევარსფეროს  ფორმის ბუხარი ბრენდ ”Cupola by Vauni”-ს ეკუთვნის. მოდელი ფანტასტიურად მოერგება ნებისმიერ გარემოს და არ საჭიროებს ინსტალაციას, ამიტომ მისი განთავსება და გადაადგილება ძალიან მარტივია.  სურვილის შემთხვევაში, მისი კედელზე დაკიდება ძალიან  მარტივად შეიძლება. 

 

ავტორი: ანკა ქაფიაშვილი

 

ჰაერში გამოკიდებული მინის სახლი – ბრაიან ეტვუდის ბინა

ხე, ქვა და მინა ეკვადორულ არქიტექტურაში – ჯანინა ქაბალის პროექტი