დომუსი ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.
დუმუსი ნეა შთაგონებულია სიცოცხლით სავსე ურბანული ატმოსფეროთი და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და სამუშაო
გარემოს. კომპანიის ახალი პროექტი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, პეტრე ქავთარაძის #22 ში მდებარეობს.
დომუსმა აღნიშნულ პროექტზე არქიტექტორ გიორგი ხმალაძესთან ერთად იმუშავა.
გამორჩეული არქიტექტურის მქონე პროექტი 3 ბლოკისგან შედგება, რომელიც ორ 23 და 30 -სართულიან საცხოვრებელ შენობას, ერთ 10 – სართულიან ბიზნეს ცენტრს, კომერციულ ფართებს, საოფისე სივრცეებს, კაფე-რესტორანს და შიდა ეზოს აერთიანებს. მისი მრავალფეროვანი გარემო მიმზიდველია საცხოვრებლად, სამუშაოდ და ბიზნესის განსავითარებლად.
კომპლექსის პირველი სართულის გამწვანებული სახურავი-ტერასა ჰარმონიულად ერწყმის 3,000 კვ.მეტრზე გაშლილ შიდა ეზოს. დომუსი ნეა განსაკუთრებით მომხიბვლელია სწორედ რეკრეაციული სივრცით, რომელიც 5000 კვ. მეტრზეა გაშლილი და აერთიანებს მოსასვენებელ და სათამაშო სივრცეებს, კომბინირებულ სპორტულ მოედანს, ველობილიკს და მაცხოვრებლებს სთავაზობს მყუდრო სივრცეს ქუჩის ხმაურისა და გარემოსგან დასასვენებლად. აღსანიშნავია 400 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც თანამედროვეობაში კომფორტული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
პროექტში განხორციელებული ინვესტიცია, სრულად მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე საცხოვრებელ და სამუშაო სივრცის შექმნაზე.
დომუსი არის ბრენდი, რომელიც ზრუნავს ხარისხზე და ჰქმნის სტანდარტს უძრავი ქონების სექტორში, უფრო მეტიც, ნერგავს ინოვაციებს ქვეყნის ბაზარზე.
„ნეა – ახალს და ინოვაციურს ნიშნავს, რაც დომუსისგან სწორედ სიახლეების დანერგვას გულისხმობს. ჩვენ გვესმის და გვჯერა, რომ ყველაფრის, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, სრულყოფაც რეალურია, შესაბამისად, ყოველი ახალი გადაწყვეტილებით, იდეით, გვსურს დედაქალაქში ჯანსაღი ურბანული გარემო შევქმნათ და განვავითაროთ, რომელიც გამორჩეული იქნება როგორც ვიზუალურად, ასევე მწვანე არქიტექტურით.
დომუსი ყოველთვის თამამია ახალ წამოწყებებში. ამჯერადაც ასე მოხდა, ჩვენი სურვილია მიმდებარე ტერიტორიას სახე ვუცვალოთ და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ.
გაყიდვები უკვე დაიწყო. საწყის ეტაპზე, ვფიქრობთ, ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, გადახდის პირობებიც მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულია. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს, 30%-იანი პირველადი შენატანის შემთხვევაში, 40 თვიან, შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტები დაინტერესებულ პირებს უფრო მეტ დეტალს გასაუბრების ჩანიშვნის შემდეგ გააცნობენ და მათ სურვილებზე მორგებულ საუკეთესო პირობებსაც შეურჩევენ, “ – აღნიშნავს დომუსის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ტატიანა ქათამაძე.
დუმუსი ნეა – სიცოცხლით სავსე ადგილი!
დომუსის შესახებ
დომუსი 2006 წლის 21 სექტემბერს დაარსდა. კომპანიის მისიაა, შექმნას გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიულად იგრძნობს. დომუსი განუწყვეტლივ მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ. მისი მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა. კომპანიაში სჯერათ, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობაა.
დაარსების დღიდან, დომუსი ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული. გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
დომუსი – სიცოცხლის ენერგიით და ადამიანის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა.