in

ლეგენდარული დონალდ უექსლერის პროექტის რენოვაცია კალიფორნიაში

Banner M2
Banner M2

კალიფორნიაში, რანჩო მირაჟში მდებარე ამ სახლის რენოვაცია მფლობელებმა, ჯილიანმა და ტიმმა დიზაინ სტუდია „Bells + Whistles”-ს მიანდეს. 1957 წელს აგებული სახლის პროექტი ლეგენდარულ არქიტექტორს, დონალდ უექსლერს (Donald Wexler) ეკუთვნის. 315 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლი „Bells + Whistles”-მა ცოცხალი ფერებით, ჰიპნოზური ორნამენტებითა და უდაბნოსეული მაგიით სრულიად შეცვალა და მისგან ნამდვილი კალიფორნიული სამოთხე შექმნა.

ინტერიერში გამეფებულია თეთრი ფერი, რომელიც საოცრად გამოკვეთს ვინტაჟურ და ახალ, ფერად ავეჯსა და აქსესუარებს. ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა სახლის მფლობელებისთვის სპეციალურად შეკვეთილი, უნიკალური, მარჯნისფერი ხავერდის ტახტი, რომელიც კომპანია „Modshop”-ს ეკუთვნის და თეთრ ძველებურ ხალიჩაზე იწონებს თავს. ხატხის გარშემო ორი „Jay-Mar”-ის ვინტაჟური სკამიც დგას, რომლებიც მოსასვენებელ სივრცეს დასრულებულ იერსახეს ანიჭებს.

სასტუმრო ოთახის მსგავსად, სასადილო ოთახშიც გვხვდება კომპანია „FLOR”-ის ხალიჩა, თუმცა ის ფერადია და „Modshop”-ის მასიურ სასადილო მაგიდასთან ერთად საოცარ სანახაობას ქმნის.

მთავარი საძინებელი ოთახი ნეიტრალური ფერთა პალიტრით გამოირჩევა. აქ ვხედავთ „Sarah Sherman Samuel”-ის ხალიჩას, „Room & Board“-ის საწოლს, „Crate and Barrel“-ის სკამებსა და ხისა და კრისტალებისგან შექმნილ „Anthropologie“-ს ყავის მაგიდას, რომლებიც თავიანთი საოცარი ფერებით ოთახის ნეიტრალურ პალიტრასთან თბილ, სასიამოვნო კონტრასტს ქმნის.

 

 

სახლის ექსტერიერი ასეთივე მომაჯადოებელია – აქ გვხვდება განუმეორებელი გემოტრიული აუზი და კალიფორნიული კლასიკური ბაღი, რომელიც უნიკალუი შტრიხით – დისკოს ბურთის სანათით გამოირჩევა.

ფოტოები: Madeline Tolle

ადამიანი არქიტექტურის ცენტრში – MUA-ს ფილოსოფია

სად შევიძინოთ მაგიდის დახვეწილი გადასაფარებლები?