in

კლასიკური და თანამედროვე სტილის ერთიანობით შექმნილი დუპლექსი შვედეთში

Banner M2
Banner M2

სტოკჰოლმში მდებარე ბინაში ისტორიული ელემენტები და თანამედროვე სტილი ერთიანდება და ბუნებრივი განათებით მდიდარ, დახვეწილ ინტერიერს ქმნის. დუპლექსის ბინა მდებარეობს ისტორიული კორპუსის ბოლო ორ სართულზე და შემონახული აქვს ისეთი ორიგინალური დეტალები, როგორიცაა მაგალითად, კრამიტით მოპირკეთებული ბუხარი. სხვენში იატაკის საფარის სახით გამოყენებულია აგური, რაც საცხოვრებელს დამატებით ხიბლსა და ხასიათს სძენს.

პროექტი თეთრ და ღია ფერებშია გადაწყვეტილი, რაც მას სიმსუბუქისა და წესრიგის შეგრძნებას აღვიძებს.

სამზარეულო შესანიშნავად ერგება საერთო ესთეტიკას და ძალიან თანამედროვე სტილშია გაფორმებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ ივიწყებს არც გასული საუკუნისთვის დამახასიათებელ საინტერესო დეტალებს. კარები მარტივი ჩარჩოებითაა შექმნილი, სპილენძის აქცენტებს ოთახში სასიამოვნო კონტრასტი შემოაქვს, დამატებით კი გამოყენებულია მინა, რაც სივრცისა და სინათლის შეგრძნებას იძლევა.

დიდი სასადილო მაგიდა მოთავსებულია ძველებური სტილის ხალიჩაზე და სივრცეში ბუნებრივი შეგრძნება შემოაქვს.

სამზარეულოს გვერდით არის მომხიბლავი მისაღები ოთახი, სადაც ფერის სახით დამატებულია დივანი, ფილებით მოპირკეთებული ბუხარი კი სივრცეს თბილსა და დახვეწილს ხდის.

კიბეების ქვეშ დაპროექტებულია სათავსო, რომელიც თაღოვანი კარებით არის დაფარული.

ბოლო სართულზე განთავსებულია მეორე მისაღები ოთახი, რომელსაც ასევე  სახლის ოფისის დანიშნულებაც აქვს.

მთავარი საძინებელი მდიდარია ბუნებრივი განათებითა და აგურის ელემენტებით, რაც ასევე სასიამოვნო ბალანსს ქმნის თანამედროვე და კლასიკურ სტილს შორის. საწოლის გვერდით განთავსებულია ჩაშენებული კარადა, რომელიც ფარდით არის დაფარული.

აბაზანა ერთი შეხედვით პატარაა, მაგრამ გამოირჩევა ფუნქციური ზონებით. მარმარილოს ელეგანტური მასალის წყალობით, ინტერიერი ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება.

საერთო ჯამში, ბინა საკმაოდ ნათელი, ფუნქციური და დახვეწილია. ფერთა სისტემისა და ავეჯის სწორად შერჩევის ხარჯზე, იქმნება წესრიგისა და კომფორტის შეგრძნება და შესანიშნავადაა ხაზგასმული როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური სტილისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ელემენტები.

რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებლობის პროცესში, რომ მომავალში ნესტმა და ობმა არ შეგვაწუხოს?

რემონტის გამოცდილება — მარიამ სიჭინავას რჩევები