in

Dyson-მა ბუქარესტის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალი პროდუქტები წარადგინა

ტექნოლოგიების და კვლევის გლობალურმა კომპანია Dyson-მა, რომელიც მუდმივი ინოვაციებით არის ცნობილი, ბუქარესტში, 23 ნოემბერს წარადგინა თავისი ახალი პროდუქტები რეგიონულ Next Gen Living ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა ბუქარესტში, Combinatul Fondului Plastic – Galeria Senat-ში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო Dyson Gen 5 უსადენო მტვერსასრუტი, Dyson Submarine სველი წმენდის მტვერსასრუტი, ჰაერის გამწმენდი – Big & Quiet  და რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილი თმის მოვლის პროდუქტები განახლებული, უნიკალური ფერებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო სტუმრები უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან და  ასევე ქართველი ცნობადი სახეები: ტელეწამყვანი მარიამ სანოგო, Beauty ბლოგერი – თაკო საზინა და Lifestyle ბლოგერები – მარიამ წილოსანი და მარიამ დავითაძე. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, ბრენდის წამყვანი ინჟინრებისგან მოესმინათ  Dyson-ის ახალი ტექნოლოგიების შესახებ და  ადგილზე თავად გამოეცადათ ახალი პროდუქცია.

ახალი ფერები Dyson-ის თმის მოვლის პროდუქციაში

როდესაც საქმე თმის სიჯანსაღესა და ბზინვარებას ეხება, სკალპის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, Dyson-ის თმის მოვლის საშუალებები ნაზად მოქმედებს სკალპზე, რადგან მათში ჩაშენებულია ინტელექტუალური სითბოს კონტროლის სენსორი უკიდურესი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რის გამოც თმა რჩება დატენიანებული და ჯანსაღი. ამავდროულად, როდესაც საქმე ეხება პროდუქტის არქიტექტურას და დიზაინს, Dyson-ის ინჟინრებისთვის ფერი არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელობანი საკითხი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თმის მოვლის ახალი ხაზი – Ceramic Pop, რომელიც ეკლექტური ფერებით გამოირჩევა. ახალი ხელსაწყოები წარადგინა Dyson-ის დიზაინის მთავარმა ინჟინერმა – ევა კომას სთოუქსმა (Eva Comas Stokes)

„წლების განმავლობაში თმაზე ჩატარებული კვლევისა და ტესტირების შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ექსტრემალურ სიცხეს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს ჩვენი თმის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, Dyson-ში შევქმენით ისეთი თმის მოვლის საშუალებები, რომლებსაც შეუძლია ყველანაირი ვარცხნილობის შექმნა ექსტრემალური სიცხის გამოყენების გარეშე. ასევე ჩავაშენეთ პატარა სენსორი, სახელად თერმისტორი (thermistor), რომელიც ზომავს ჰაერის ნაკადის ტემპერატურას წამში 40-ჯერ, რათა დარწმუნდეს, რომ ის არასოდეს აჭარბებს ნორმას და, შესაბამისად, იცავს თმას ექსტრემალური სიცხისგან. ორი უახლესი ფერი – blue blush და ceramic pop – ჩვენი CMF (Colours Materials and Finishes) გუნდის მუშაობის შედეგია. საბოლოოდ, შეიქმნა ფერებისა და ტონების ისეთი კომბინაცია, რომელიც არა მხოლოდ მიმზიდველად გამოიყურება, არამედ საოცარი შეგრძნებების გამოწვევაც შეუძლია ჩვენს მომხმარებელში“, – ამბობს ევა კომას სთოუქსი – Dyson-ის დიზაინის მთავარი ინჟინერი.

Dyson-ს სახლის სისუფთავეზე ზრუნვა და ჰაერის ხარისხი ახალ  დონეზე აჰყავს

Dyson Technology, როგორც ყოველთვის, ზრუნავს მომხმარებელთა პერსონალიზებულ მოთხოვნებზე. იგი ცვლის წმენდის მეთოდს და აუმჯობესებს ტექნოლოგიას, რითაც გვეხმარება სახლში სუფთა ჰაერის შენარჩუნებაში. დღესდღეობით, Dyson Gen 5-ის უსადენო მტვერსასრუტს აქვს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია, რომლითაც იგი ადვილად აფიქსირებს და ანადგურებს მტვერს. Dyson Submarine კი აღჭურვილია სველი წმენდის ფუნქციით და ყოველი ბრუნვისას აშორებს სითხეს, ნამსხვრევებსა და ლაქებს მყარი ზედაპირიდან.

როდესაც საქმე სრულყოფილად გაწმენდილ სახლს ეხება, Dyson-ის უახლესი Big & Quiet ჰაერის გამწმენდი იდეალური პროდუქტია ჰაერის სისუფთავის შესანარჩუნებლად. მძლავრი შედეგის უზრუნველსაყოფად,  კონუსური აეროდინამიკის, დალუქული ფილტრებისა და მძლავრი ჰაერის ცირკულაციის გამოყენებით იგი წმენდს ყველაზე დაბინძრურებულ ჰაერსაც კი. Dyson-ის ახალ ინოვაციებზე და ექსპერიმენტებზე ისაუბრა ენდრიუ აიჩისონმა (Andrew Aitchison), Dyson-ის დიზაინის უფრომა ინჟინერმა.

„Gen 5 აღჭურვილია ჩვენი უახლესი ძრავის ტექნოლოგიით, რომელიც დღესდღეობით, ჩვენს ყველაზე მძლავრ და მოწინავე პროდუქტს უზრუნველყოფს უსადენო ფილტრაციით. ჩაშენებული ნაპრალი-ხელსაწყოს მეშვეობით და ნაწილაკების დათვლის ფუნქციით, იგი გახდა Dyson-ის ერთ ერთი ყველაზე მარტივად გამოყენებადი პროდუქტი. Dyson Submarine მტვერსასრუტს შეუძლია თმის ჩახვევის გარეშე გაწმინდოს მყარი ზედაპირი, ჩაშენებული განათების საშუალებით უფრო ადვილად აღმოაჩინოს მტვერი ყველაზე რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი და ახალა უკვე სველი წმენდის ტექნოლოგიით გაასუფთავოს ყველაზე რთულად მოსაშორებელი ლაქები“ – ამბობს ენდრიუ აიჩინსონი, Dyson-ის დიზაინის უფროსი ინჟინერი.

საპრეზენტაციო ზონები

ღონისძიება მოიცავდა სამ დინამიკურ საპრეზენტაციო ზონას –  თმის მოვლის ზონას, იატაკის მოვლისა და ჰაერის გამწმენდი ტექნოლოგიების ზონებს. Dyson-ის ამბასადორებმა – Florin Noje-მ (რუმინეთი), Teuta Mesaros-მა (ხორვატია) და Ioannis Michalelis-მა (საბერძნეთი), მაყურებელს წარუდგინეს თმის ვარცხნილობის სხვადასხვა თექნიკა Dyson Airwrap-ის გამოყენებით.  სპეციალურად გამოყოფილ პრემიუმ სივრცეებში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გამოეცადათ Dyson-ის ყველა ახალი პროდუქტი.

DYSON-ის შესახებ  

Dyson არის გლობალური კვლევითი და ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს ინჟინერიის, კვლევის, განვითარებისა და ტესტირების საწარმოები სინგაპურში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, მექსიკაში, ჩინეთში, პოლონეთსა და ფილიპინებში. 1993 წელს დიდ ბრიტანეთში საწყობის გახსნის შემდეგ, Dyson სტაბილურად იზრდება. დღესდღეობით  კომპანიას აქვს გლობალური სათავო ოფისი სინგაპურში და ორი ტექნოლოგიური კამპუსი დიდ ბრიტანეთში, რომელიც მოიცავს 800 ჰექტარზე მეტ ფართობს Malmesbury-ში და Hullavington-ში. 1993 წლიდან Dyson-მა 1 მილიარდ ფუნტზე მეტი ინვესტიცია ჩადო თავის ოფისებსა და ლაბორატორიებში Wiltshire-ში,  რომელიც არის  Dyson-ის ტექნოლოგიის, კვლევის, დიზაინისა და განვითარების ჰაბი.  Dyson არის საოჯახო ბიზნესი და დასაქმებული ჰყავს 14000-ზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში, მათ შორის ინჟინრების 6000 კაციანი გუნდი. კომპანია ყიდის პროდუქტებს 84 ბაზარზე 300-ზე მეტ Dyson Demo Store-ში, რომელთაგან 50 გაიხსნა 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ახალი Dyson Virtual Reality Demo Store.

DYSON საქართველოში

2023 წლიდან ოფიციალური Dyson-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოშიც შემდეგ ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში – Alta; Elit Electronics; Extra.ge; Vendoo; Veli.store; Zoommer; Kontakt Home; Apple City; iTechnics

18 ნოემბრიდან დაისონის ბრენდ ზონა გაიხსნა საბურთალოს სითი მოლშიც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და თავად გამოცადოს დაისონის ტექნოლოგიები.

#NextGenLiving, #Dyson, #DysonHair

სად შევიძინო ხელოვნური ნაძვის ხე? – 20 ადგილი თბილისში

როგორ გამოვიყენოთ ლილვაკი და ფუნჯი კედლის შეღებვისას? – 5 რჩევა პროფესიონალებისაგან