in

ძილი, როგორც ღრუბლებში – ჯანსაღი გამოძინებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი

ადამიანები ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. ეს ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი მდგომარეობაა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძილის პროცესი ჯანსაღი იყოს, დილით ისე სასიამოვნოდ გვეღვიძებოდეს, როგორც ეს ლამაზ სარეკლამო რგოლებსა და ფილმებშია.

ჯანსაღი ძილის ერთ-ერთი მთავარი და შეუცვლელი ფაქტორი არის ის მასალა, ის ატრიბუტები, რომლებსაც ჩვენ ამ პროცესში ვიყენებთ. ყველას გვსურს, რომ ძილში არაფერმა შეგვიშალოს ხელი, გვეძინოს მოხერხებულ ლოგინში და თავი მაქსიმალურ კომფორტში ვიგრძნოთ, რადგან თუკი ეს ასე არ არის, კარგად ვერ გამოვიძინებთ, ვერგამოძინება კი ავტომატურად მთელი დღის განმავლობაში დაღლილობის შეგრძნებასა და გაღიზიანებულობას იწვევს.

თბილისში, კერძოდ, აბაშიძის 24 ნომერში მდებარეობს შოურუმი, SLEEP GALLERY, რომელსაც მეორენაირად ალბათ ძილის სამოთხეს უწოდებდით. აქ შესვლისას თვალში აუცილებლად მოგხვდებათ Tempur-ის ბრენდი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში სწორედ ეს გალერეაა. თავად Tempur კი, ერთადერთი ბრენდია, რომელიც NASA-ს მიერ შემუშავებულ მასალას იყენებს. ამის დასადასტურებლად პროდუქციაზე ნასას ლოგოსაც აუცილებლად შენიშნავთ. ტემპურის მასალა ვისკოელასტიურია. ამ ტერმინმა თუ დაგაბნიათ, აქვე გეტყვით, რომ მასალა შეიცავს უჯრედების ღია და ნახევრად ღია სტრუქტურას, რომელსაც აქვს ზეწოლის შთანთქმის უნიკალური თვისება. უჯრედები რეაგირებენ ტემპერატურასა და სხეულის წონაზე, ისინი ხდება რბილი, იცვლის ფორმას და ამგვარად სრულად ადაპტირდება სხეულის კონტურებზე.

მას შემდეგ, რაც ტემპურის შემქმნელთა ჯგუფმა ნასასგან ნებართვა მიიღო მისი ტექნოლოგიის გამოყენებაზე, შვედმა მკვლევრებმა დახვეწეს ის და დაიწყეს სამედიცინო დანიშნულების ინვენტარის დამზადება. ბრენდმა შვილობილი კომპანია Tempur-Medical Inc გახსნა, რომლის მიზანიც იყო საწოლების კომფორტზე ფოკუსირება. მას საავადმყოფოები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები იყენებდნენ. ის განსაკუთრებული ეფექტურობით გამოიყენებოდა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ლოგინებზე იყვნენ მიჯაჭვულნი და დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ მკურნალობის გავლა.

რაც შეეხება პროდუქციას, ვინაიდან ის მრავალფეროვანია, ხოლო სრულფასოვან ძილს ყველა ატრიბუტი სჭირდება, მოდი, ნაწილ-ნაწილ ჩავშალოთ და ისე ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი ძილისთვის მაქსიმალური კომფორტი.

მატრასები

თუ როგორ მატრასზე ვწევართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არა მხოლოდ ჩვენს კომფორტსა თუ დისკომფორტს განსაზღვრავს, არამედ ჯანმრთელობასაც. არასწორ მატრასზე ძილმა შეიძლება გამოიწვიოს კისრისა და ხერხემლის პრობლემები, თუმცა როგორ უნდა ავარჩიოთ იგი, ალბათ ყველამ არ ვიცით.

შოურუმში პირველი, რაც ყველაზე მეტად მოგეწონებათ ისაა, რომ ადგილზე შეგიძლიათ, დატესტოთ პროდუქტი. მაგალითად, თუ თქვენ რომელიმე მატრასს დაადგით თვალი მათი კოლექციიდან, შეგიძლიათ, მოსინჯოთ, რამდენად მოხერხებულად გრძნობთ მასზე თავს.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მატრასი ნამდვილად გერგებათ, ალბათ იმითაც დაინტერესდებით, თუ როგორ უზრუნველყოფს ის თქვენს ჯანსაღ და მშვიდ ძილს. უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ეს მატრასები ქმნის უწონადობის შეგრძნებას, ის რეაგირებს ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს მატრასის ორთოპედიულობას – რბილია, სადაც გსურთ და მკვრივია იქ, სადაც საჭიროა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარესა და შეღავათიანობას, რაც მომხმარებელს მუდამ აინტერესებს, ამაზეც მოგახსენებთ, რომ ტემპურის მატრასები 10-წლიანი გარანტიით იყიდება. ის მალე არ გაფუჭდება და შესაცვლელი არ გახდება, ამიტომ თქვენ შეგეძლებათ ერთხელ იყიდოთ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც შემდგომ მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.

 

ბალიშები

მთელი დღის დაღლილი რომ დასაძინებლად მოემზადებით, რბილ და გემრიელ ბალიშთან ჩახუტებაზე ტკბილი ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არაფერია. ტემპურის ბალიშები, რომლებსაც შოურუმში ნახავთ, სხვადასხვა გემოვნების დიზაინითაა შექმნილი, ისინი სხვადასხვა ფორმისა თუ ზომისაა და თქვენი ძილის მანერაზეა მორგებული. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ პოზაში გიყვართ ძილი, თქვენზე მორგებულ ბალიშს აქ აუცილებლად შეარჩევთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილისთვის.

შოურუმში ნახავთ როგორც კლასიკური ბალიშების ფართო არჩევანს, ისე ერგონომიულს. ეს უკანასკნელი კარგად მოქმედებს თავის, კისრისა და მხრების კუნთებზე, ამიტომ თუ ზურგზე ან გვერდულად ძილი მოგწონთ, მაშინ უფრო ეს ტიპი უნდა აარჩიოთ.

ამ ძირითადი პროდუქტების გარდა შოურუმში თქვენი მშვიდი ძილისთვის საჭირო სხვა მრავალი აქსესუარიც შეგხვდებათ. ესენია როგორც თხელი ლეიბები, ისე მოგზაურობისას წასაღები სხვადასხვა აქსესუარი, რომელიც კომფორტულად დაძინებას უზრუნველყოფს. რომელი და როგორი პროდუქტიც არ უნდა აარჩიოთ შოურუმში, ერთი რამ ცხადი იქნება – მიმდინარე ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სახლში რომ დაღლილი მიხვალთ და ღამით ტკბილად დაძინებაზე უკეთესი ვერაფერი წარმოგიდგენიათ, ტემპურის ეს პროდუქტები თქვენთვის ზედგამოჭრილი იქნება.

[R]

რას გულისხმობს ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერის პროფესია და რაში გვჭირდება ეს მომსახურება?

Khmaladze Architects-ის “Meama Collect – Beach” A+Awards 2022-ის გამარჯვებულია