შენობა, რომელზეც დღეს გიამბობთ 1928-1930-იან წლებში აშენდა, როგორც თბილისის #1 პურის ქარხანა. ეს ნაგებობა, რომელიც არქიტექტორმა ი. ნესტეროვმა დააპროექტა, ქართული კონსტრუქტივიზმის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქარხანა 90-იანებამდე შეუფერხებლად ფუნქციონირებდა საკუთარი პროფილით, თუმცა 1990-იანი წლებიდან, მან ფუნქციონირება შეწყვიტა. ამის შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ახლანდელი შემოსასვლელის ადგილას თონე იყო გახსნილი.
შენობის რესტავრაცია ახალი მფლობელის მიერ დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. 2 წლის წინ კი, ‘’ აჭარაბეთმა“ “ აჭარა ჯგუფის“ მხარდაჭერით შენობის სრული რენოვაცია გადაწყვიტა. ასე რომ, ნაცვლად ახალი შენობის დაპროექტებისა, ამ კომპანიების ურთიერთანამშრომლობით ძველ ნაგებობაში ახალი სიცოცხლიე შემოვიდა და თბილისს თითქმის ასწლოვანი შენობაც დაუბრუნა.
Flutter ჯგუფთან თანამშრომლობით, შემუშავდა სამუშაო გარემოს ულტრათანამედროვე სტანდარტი, რომელზე დაყრდნობით მომზადდა საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაცია. პროექტის სრულად განხორციელებას 1.5 წელი დასჭირდა. აჭარაბეთის მხრიდან პროექტი გენერალური დირექტორის პატრონაჟით განხორციელდა, პროექტის ძირითად გუნდს კი, კომპანიის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის სამუშაო სივრცის მართვის გუნდი (ბათუ ჭითავა, დავით შიუკაშვილი, ზაალ წილოსანი) წარმოადგენდა.
აჭარაბეთის ახალი ოფისი იმსახურებს ყურადღებას რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თავად შენობა. „პურის ქარხანა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფასეულობას ქართული კონსტრუქტივიზმისთვის, ვინაიდან ეს არის საკმაოდ საინტერესო კონსტრუქცია, რომლის სრულად შენარჩუნება მოხდა და ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინებით, მოეწყო საერთოდ ახალი ტიპის, ახალი გამოცდილების საოფისე სივრცე. აჭარაბეთის გუნდი ყველა ეტაპზე ცდილობდა სხვადასხვა დეტალის რესტავრირებასა და შენარჩუნებას. საბოლოო ჯამში კი შენობას მაქსიმალურად შეუნარჩუნდა ძველი იერ-სახე.
ამას გარდა, აღნიშნული სივრცე ძალიან მკაფიოდ გადმოსცემს თავად კომპანიის მთავარ ფასეულობებსა და ხედვებს.
“შენობა ჩვენთვის განსაკუთრებულია პირველ რიგში იმის გამო, რომ ის იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი. apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი. ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია – მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია,” – აცხადებენ აჭარაბეთში.
რაც შეეხება გეგმარებას, ახალი ოფისის ტერიტორიაზე განთავსებულია თანამშრომელთა თავშეყრისათვის კომფორტული სივრცეები, აქვეა სამი ტერასა, ორი ამფითეატრი (შიდა ეზოში და Co-Working სივრცეში), რადგან თანამშრომლებმა შეძლონ სამუშაოს პროცესშივე განტვირთვა და სოციალიზაცია.
როგორც აჭარაბეთში გვიამბობენ, ოფისი სპეციალურად არის მოწყობილი იმისთვის, რომ შიდა კლუბების შეკრებები კომფორტულად მოეწყოს. აქ დამონტაჟებულია 200X120 ინჩიანი ეკრანი კინო-კლუბისა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების საყურებლად. ამას გარდა, იგეგმება სხვადასხვა სამაგიდო თამაშებისა და სხვა ტიპის ტურნირების მოწყობა ოფისის ტერიტორიაზე.
ვინაიდან განვითარება კომპანიის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, დიდი ყურადღება დაეთმო ტრენინგ სივრცის მოწყობასაც. აქ განთავსებულია სპეციალიზებული ავეჯი – უახლესი მოდელის Smart Board, რომელიც ინტეგრირებულია Cisco Webex-თან, რაც იძლევა დისტანციურად ინტერაქტიური სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ, იძლევა შესაძლებლობას, ტრენინგები და სხვა სასწავლო კურსები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართოს.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შენობა მხოლოდ სამსართულიანია, რაც კარგად გამოხატავს კომპანიის Flat management სტრუქტურას. აქ ნებისმიერი რგოლის მენეჯერი ხელმისაწვდომია და მათთან კომუნიკაცია ყოველგვარ ფორმალური იერარქიის დაცვასაა მოკლებულია.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, შენობის სრული მართვა ხორციელდება ავტომატიზაციის საუკეთესო გამოცდილებისა და ხარისხის მქონე „smart building management” სისტემებით.
ოფისის სივრცეები პირობითად დაყოფილია ბიზნეს მიმართულებებად, რათა ფუნქციურად დაკავშირებულმა გუნდებმა ერთად შეძლონ მუშაობა. აქ გვხვდება სხვადასხვა ფუნქციონალური სივრცე, მაგალითად, დიდი საერთო სამუშაო ზონა, სადაც თანამშრომელს შეუძლია გადაადგილდეს საკუთარი სამუშაო სივცრციდან განსხვავებულ სივრცეში განტვირთვის ან კოლეგებთან კომუნიკაციის მიზნით. ამასთანავე ოფისში მოქმედებს თავისუფალი სამუშაო ადგილის პრინციპი (Free-Desk Policy), რაც იმას ნიშნავს, რომ აქ არ არის განსაზღვრული კონკრეტული სამუშაო ადგილი კონკრეტული თანამშრომლისათვის ანუ სამუშაო ადგილები არ არის პერსონიფიცირებული. ყოველი თანამშრომელი თავისუფალია აირჩიოს, თუ რომელ რომელ ადგილზე იმუშავებს კონკრეტულ დღეს შესაბამის ბიზნეს მიმართულების სივრცეში. ასევე, ყოველ სივრცეში განთავსებულია სიმაღლის ავტომატურად რეგულირებადი, მეხსიერებიანი სამუშაო მაგიდები, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ დაარეგულირონ სამუშაო მაგიდის ზედაპირი, მათ შორის ისეთ სიმაღლეზე, რომ თანამშრომელმა დღის გარკვეულ მონაკვეთში, სურვილისამებრ შეძლოს მუშაობა როგორც დამჯდარ პოზაში, ასევე ფეხზე მდგომ პოზიციაში.
სამუშაო პრინციპების გათვალისწინებით, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც განსაკუთრებული კონცენტრაცია ესაჭიროებათ, დღის განმავლობაში შეუძლიათ სამუშაო პროცესი განახორციელონ სრულიად განსხვავებული განცალკევებული კუნძულიდან (Quite-Pod), ხოლო თუ 2-4 კოლეგას რაიმე საკითხზე აქვთ სასაუბრო, მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალური სივრცე Agile Booth-ის სახით, რომლებიც მოპირკეთებულია თანამედროვე აკუსტიკური, ხმის ჩამხშობი ფილებით.
ოფისში განთავსებულია 21 სხვადასხვა ტიპის შეხვედრების სივრცე, რომლებიც უზრუნველყოფილია ყველაზე თანამედროვე ვიდეო-საკონფერენციო სისტემებით. აღსანიშვავია, რომ ამ სივრცეებში განათება რეგულირდება ავტომატურად ფიზიკური/ვირტუალური შეხვედრის მიხედვით.
აჭარაბეთის კიდე ერთი უმთავრესი პრიორიტეტი თანამშრომლების ჯანმრთელობაა, სწორედ ამიტომ, ერგონომიული გარემოს მოწყობა ოფისის მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. აქ განთავსებული საოფისე ავეჯი არის სრულად ერგონომიული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის კომფორტზე. პროექტის ავტორების მიერ შეირჩა სრულიად ახალი ტიპის, განსხვავებული სამუშაო პროცესის წარსამართი Agile ავეჯი ისეთი გლობალური მწარმოებლებისგან, როგორიც არის Ahrand, Techo და Humanscale.
შენობაში დამონტაჟებულია ავტომატურად მართვადი განათების სისტემა, რომელიც დაგეგმილი და მორგებულია ყოველი სამუშაო ადგილისათვის, რათა მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო ადგილის განათების საერთაშორისო სტანდარტი (500 lux). განათების სისტემა რეგულირდება სივრცეების და იზოდინამიკის შესაბამისად.
ასევე ყურადღების ღირსია შენობაში არსებული რეკუპერაციის (ჰაერცვლის) უნიკალური სისტემა, რომელიც ახდენს ჰაერის სრული მოცულობის ცვლილებას 20 წუთის ინტერვალში, რაც უზრუნველყოფს მუდმივად სუფთა ჰაერის მოწოდებას.
რაც შეეხება საინჟინრო სისტემებს, გამოყენებულია ულტრათანამედროვე, ენერგოეფექტური და ოფისის საჭიროებებზე მორგებული, უნიფიცირებული წამყვანი მწარმოებლების მოწყობილობები და დანადგარები, ისეთები, როგორიცაა: Mitsubishi electrics (Japan/Ireland), System Air (Sweden), Willo (Germany), Gira (Germany), RID/Deutz (Germany), Eaton (USA), Shrack (Austria), Schneider (Germany), Bellimo (Switzerland), Cisco (USA), Fireclass (Italy), Igguzzini (Italy), Satec (Israel), Siemens (Germany/Austria) და ა.შ.
რომ შევაჯამოთ, სამუშაოს ამგვარი გარემო ქართულ დასაქმების ბაზარზე სრული ინოვაციაა. როგორც აჭარაბეთში აცხადებენ, კომპანიაში სჯერათ, რომ სამომავლოდ ბევრი კომპანია აიღებს მათგან მაგალითს და თანამშრომლების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას პირველ ადგილზე დააყენებს.
ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონი