in

ძველი ხის კაბინის ახალი სიცოცხლე მიტოვებულ სოფელში – Veris Design Studio-ს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

„გარკვეულ პერიოდში მე და ჩემი მეუღლე ალექსანდრე მივხვდით, რომ დასვენებისთვის გვჭირდებოდა მშვიდი ადგილი, სადაც შევძლებდით თავი დაგვეღწია ქალაქის ხმაურისა და ყოველდღიური რუტინისგან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილი გაიზარდოს ქალაქგარეთ, ბუნებასთან ახლოს,“ – ამბობს დიზაინერი ვერონიკა ბაგრიცევა თავისი აგარაკის შესახებ.

საბოლოოდ, მინსკიდან 60 კმ-ის დაშორებით წყვილმა იპოვა თვალწარმტაცი ტერიტორია, სადაც მეტყევეების სახლი იდგა. ნაკვეთი მდებარეობს მიტოვებულ პატარა სოფელში ძველ ვერხვებს შორის. ხის კაბინის გადასარჩენად მათ აირჩიეს ასაწყობი კონსტრუქციის ტექნოლოგია, რის მერეც ძველი ხის სახლი იზოლირებულ, ახალ ჩარჩოში მოექცა.

“ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი იყო სხვადასხვა ოთახების გაერთიანება ერთ სივრცეში, სადაც ჩვენი შვილი თავისუფლად შეძლებდა ველოსიპედით ან როლიკებით მოძრაობას. ასეთი ატმოსფეროს ეფექტის მისაღწევად რამდენიმე არქიტექტურული ვარიანტი არსებობს..”

– ფართო მისაღები ოთახი (რომელიც ძველი ხის სახლია) არის სახლის ცენტრალური ადგილი, რომელიც გარშემორტყმულია საძინებლით, საბავშვო საძინებლითა და სამზარეულოთი – ამ გზით ჩვენ გავექეცით დერეფნის სისტემას. აბაზანა, გარდერობი და შესასვლელი სივრცეები გონივრულად იმალება სამზარეულოს უკან. ყველა მთავარი ფანჯარა გადაჰყურებს შენობის სამხრეთ მხარეს, რომელიც უზრუნველყოფს მზის განათებას მთელი დღის განმავლობაში;
– სახლში კარები არ არის, აბაზანის გარდა;
– საძინებლებშიც არ არის გარდერობი, შემოსასვლელ სივრცეში მხოლოდ დიდი გასახდელია;
– ტერასა გაშლილია მთელ სახლში.

“ყველა მასალა შერჩეულია მაქსიმალური ბუნებრიობით: გაპრიალებული ხე, ბეტონის იატაკი, ფილები, შეღებილი თეთრ ფერში. ეს ყველაფერი იდეალურ ფონად იქცა ჩვენი მოგზაურობიდან ან მეგობრების მიერ ნაჩუქარი დეკორაციებისთვის.”

ინტერიერის თანამედროვე ელემენტებისა და დიდი ისტორიის მქონე ნივთების კომბინაცია ხელს უწყობს ოჯახის ხასიათის წარმოჩენას: მკაცრი, მაღალი და მინიმალისტური ბუხარი, სადა სკამები და უხეში ხის მაგიდა, პრიალა გაზქურის გამწოვი და მკაცრი სტილის სამზარეულო.. მზის შუქი და ბუნება ინტერიერის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

“ჩვენ მოვახერხეთ, შეგვექმნა მართლაც მშობლიური ადგილი, სადაც შეგიძლიათ იგრძნოთ სიყვარულისა და ოჯახის ისტორიის გავლენა”.

არქიტექტურული სტუდია: Veris Design Studio

ფოტოგრაფი: Yana Churbakova, Sergei Pilipovich

საახალწლოდ მორთული შენობები – Homeis.ge-ს რამდენიმე რჩეული

ალიზის აგური ‘ია’ – “იდააფ არქიტექტორების” მიერ შექმნილი ახალი სამშენებლო მასალა