კომპანია E-Buildway მსოფლიოს უმსხვილეს სამშენებლო ინდუსტრიის გამოფენა Bauma Munich 2025-ზე იქნება წარმოდგენილი.
Bauma მომავალზე ორიენტირებული პლატფორმაა საერთაშორისო სამშენებლო მძიმე ტექნიკის ინდუსტრიისთვის, რომელზეც წარმოდგენილია 3500-ზე მეტი მონაწილე 57 სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის სივრცე, სადაც დარგის სპეციალისტებს აქვთ საშუალება, ჩაერთონ საინტერესო დისკუსიებში, გაეცნონ სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. წლევანდელი ღონისძიება რიგით 34-ე გამოფენაა და ის 7-დან 13 აპრილამდე გაგრძელდება ქალაქ მიუნხენში.
E-Buildway, რომელიც მომხმარებელს კოშკურა ამწეების გაყიდვა/გაქირავების მომსახურებას სთავაზობს, წარმოდგენილი იქნება Bauma Munich 2025-ზე, როგორც Potain-ის ოფიციალური დილერი საქართველოში.
Potain-ი მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა კოშკურა და თვითმოწყობადი ამწეების სფეროში, რომელიც 1928 წლიდანაა წარმოებაში. ინოვაციურობა, საიმედოობა და ხარისხი – ეს ის კომპონენტებია, რომელიც აღნიშნულ ბრენდს დღემდე ლიდერ პოზიციას უნარჩუნებს საერთაშორისო ბაზარზე.
როგორც Potain-ის ამწეების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, E-Buildway სამშენებლო ტექნიკის სამყაროში უმაღლეს ხარისხს ამკვიდრებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას 4 მიმართულებით:
- კოშკურა ამწეების გაყიდვა/გაქირავება
- ინჟინრული მხარდაჭერა და კონსულტაცია
- მოვლა და მომსახურება
- სათადარიგო ნაწილები, შეკეთება და აღდგენა
შესაბამისად, E-Buildway-თან პარტნიორობა გულისხმობს Potain-ის ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი სტანდარტების ხელმისაწვდომობას, სანდოობას, ტექნოლოგიურ უპირატესობასა და მაღალი სიზუსტით შესრულებულ საქმეს, რაც სამშენებლო პროექტების წარმატებით რეალიზაციის მთავარი წინაპირობაა.
[პარტნიორის კონტენტი]