in

Earth-Ship — პროექტი, რომელიც საზღვაო ხომალდს მოგაგონებთ

Alliance Group
Alliance Group

Earth-Ship-ის დაპროექტებისას გამოყენებულია მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ბუნებრივი, ისე გადამუშავებული მასალების საშუალებით გარემოსდაცვით მიზნებზე ორიენტირებული საცხოვრებლის შექმნას. ძალიან საინტერესოა ფაქტი, რომ როგორც შენობის ექსტერიერი, ასევე ინტერიერი გემს მოგაგონებთ და სწორედ აქედან მომდინარეობს პროექტის სახელწოდებაც — Earth-Ship („მიწის ხომალდი“).

პროექტის მიზანი იყო სახლის არსებული ორი სართულის მიწაზე „ჩამოყვანა“, მათ ქვემოთ კიდევ ორი ​​სართულის დამატებით, ბაღთან პირდაპირი კავშირის შესაქმნელად.

სახლის ინტერიერი, რომელიც ბუნებრივი სინათლით არის აღსავსე თბილ, სტუმართმოყვარე ატმოსფეროს ქმნის. შიგნით შესვლისას მაშინვე დაინახავთ ხის კიბეს, რომელიც სხვადასხვა სართულებზე ჩაგიყვანთ. მასზე ჩასვლა მარტივი და კომფორტულია. თუ საფეხურებს ჩაუყვებით ჯერ მოხვდებით სართულზე, სადაც მთავარი საცხოვრებელი სივრცე, სასადილო ოთახი და სამზარეულოა განთავსებული. უფრო დაბლა კი არის სტუმრების საძინებელი, სოლარიუმი და სპორტული დარბაზი.

თითოეულ სართულს დიდი აივანი აქვს. გემბანებით შთაგონებული ტერასები და შენობის გემის მსგავსი გარეგნობა მაღალი ხეებითა და მცენარეულობით არის შერბილებული. აქ საზღვაო ხომალდის გარეგნობა არ არის ისეთი გამოხატული, როგორც ეს Cottage Point House-ის (Luigi Rosselli Architect-ის პირველი მსხვილი პროექტი, შექმნილი და აშენებული 1980-იანი წლების ბოლოს, რომელიც აღწერილი იყო, როგორც არარატის მთებზე გაჩერებული ნოეს კიდობანი) შემთხვევაში იყო. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, Earth-Ship უფრო მიწიერია, ვიდრე მისი წინამორბედი.

Earth-Ship წარმატებით აერთიანებს პროექტის არქიტექტორის — ნიკოლა ჯიარდის მიზანსწრაფულობას, რომაინ ალვილის ალღოს ინტერიერის დიზაინში და უილ დანგარის გამწვანების სრულყოფილებას, რათა სახლში მცხოვრები ადამიანებისთვის სითბო და კომფორტი შექმნას.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ლავანდისფერი ინტერიერში — რამდენიმე საინტერესო მაგალითი შთაგონებისთვის

10 ადგილი თბილისში, სადაც სასადილო მაგიდას შეიძენთ