in

რატომ არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენება და რომელი მათგანი ხვდება ამ კატეგორიაში?

ეკოლოგიურობა 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდია. ეს ფაქტი განპირობებულია არა მხოლოდ მოდური ტენდენციებით, არამედ, პირველ რიგში, იმ გარემოებით, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები აცნობიერებენ, რომ რაც უფრო მეტად გაუფრთხილდებიან ეკოლოგიას, მით უფრო ხარისხიანად, კომფორტულად და დიდხანს შეძლებენ ცხოვრებას ამ პლანეტაზე. სწორედ ამიტომ, დღეს საკმაოდ აქტუალურია დაბინძურებული ქალაქის ცენტრებიდან გარე უბნებში გადასვლა საცხოვრებლად, იქ, სადაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოა. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით ძალიან დიდია მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებზე. არის თუ არა ასეთი იტონგის ავტოკლავური აირბლოკი? დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

სახლის აშენებამდე, აუცილებელია კარგად გამოიკვლიოთ, თუ რა მასალით შენდება თქვენი მომავალი საცხოვრებელი ადგილი. მასალა აუცილებლად უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო, როგორც ადამიანისთვის, ასევე გარემოსთვის.

იტონგის ავტოკლავური აირბლოკი შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა, მინერალური ნედლეულისგან. მის დასამზადებლად გამოყენებულია ისეთი მასალები, როგორიცაა ქვიშა, წყალი, ცემენტი, კირი და თაბაშირი.

მნიშვნელოვანია, რომ იტონგის ავტოკლავური აირბლოკის ექსპლუატაციის დროს მავნე ნივთიერებების ნულოვანი ემისია აქვს, არის სუნთქვადი და სრულად უსაფრთხოა მაცხოვრებლების ჯანმრთელობისთვის.

ევროკავშირის ქვეყნებში იტონგის პროდუქცია ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა საშენ მასალად მიიჩნევა. იტონგის ავტოკლავურ აირბლოკს მინიჭებული აქვს პროდუქტის ეკოლოგიური უსაფრთხოების დამადასტურებელი მრავალი სერტიფიკატი.

იტონგის ავტოკლავური აირბლოკით აშენებულ სახლში მცირდება გადასახადები და იკლებს ენერგიის მოხმარება, რაც რა თქმა უნდა, გარდა ეკონომიურობისა, სასარგებლოა გარემოსთვის.

თბოიზოლაციის შესანიშნავი მაჩვენებლებით იტონგის ავტოკლავურ აირბლოკს შეუძლია საგრძნობლად შეამციროს გათბობისა და გაგრილების ხარჯები, შექმნას კომფორტული კლიმატი საცხოვრებელ სახლში მთელი წლის განმავლობაში და  ენერგიის მოხმარება 40%-მდე შეამციროს.

ამას გარდა, ავტოკლავური აირბლოკის სიმსუბუქე საშუალებას იძლევა, 15%-20% მდე შევამციროთ შენობის გასამყარებლად საჭირო მასალა (არმატურა).

დღეს იტონგის ავტოკლავური აირბლოკი უკვე საქართველოშიც იწარმოება და სწორედ ამ მასალით შენდება როგორც სხვადასხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ასევე კერძო სახლები.

იტონგი მხარს უჭერს მწვანე შენობების კონცეფციას და ეწევა მის პოპულარიზაციას, კომპანიის მიზანია იზრუნოს გარემოზე და ადამიანებზე.

რუბრიკის წარმდგენია იტონგ კავკასუსი.

შავი პარასკევის Special Edition „ეშლი ჰოუმსთორისგან“ – თქვენ რის შეძენას აპირებთ ღამის შოპინგზე?

#რაშენდება: ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ბაკურიანში “ალიზისგან”