სეზონის ცვლილებასთან და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, თბილი საბნების დრო დგება. ბევრი სხვადასხვა მასალის და ფაქტურის თეთრეული არსებობს, მაგრამ ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ნაზი და ჯანსაღი ქსოვილის იყოს.
სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ბრენდს, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა თეთრეულს, მათგან ზოგიერთის გამოწერაც არის შესაძლებელი:
კანადური მაღაზია GOODEE-ს აქვს სკანდინავიური სტილის, სადა დიზაინის თეთრეულები. ზოლიანი თეთრეული ფოტოზე, რომელიც ღილებით იკვრება არის როგანული მასალის, სერტიფიცირებული კოტონის.
ცნობილი ბრენდი BUFFY გვთავაზობს ევკალიფტის , ნატურალურად შეღებილ საბნის კონვერტებს, რომელსაც აბრეშუმის შეგრძნება აქვს და განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ძალიან თბილ საბანში ძილი არ უყვართ.
COYUCHI-საბნის კონვერტი, რომელიც დამზადებულია სერტიფიცირებული მასალებით, დევს ასევე ორგანულ, არაპლასტიკურ პარკში. მისი გარეცხვა მანქანაშიც შეიძლება და საკმაოდ ადვილი მოსავლელია.
საოჯახო ბიზნესი/ფაბრიკა PARACHUTE აწარმოებს საბნების ჩასადებს გრძელბეწვიანი ბამბით და 6 სხვადასხვა ფერს გვთავაზობს. პროდუქტს ძალიან ბევრი დადებითი შეფასება აქვს ინტერნეტში.
BOLL & BRANCH-ის ეს თეთრეული, როგორც მაღაზია ამბობს ყველაზე სუნთქვადია და იდეალურია შემოდგომის სეზონზე. როგორც სხვები, ესეც სერტიფიცირებული ბამბისგან შედგება.
თიხისფერი შემოდგომისთვის იდეალური შეხამებაა, SERENA & LILY-ს საბნის კონვერტი ორგანული, ჯანსაღი მასალებისგან შედგება. მისი შეხამება იმავე ბრენდის ბალიშის პირებთანაც შეიძლება.
ბრენდი SIJO თავისი თეთრეულისთვის იყენებს 100%-იან ფრანგულ ტილოს ნორმანდიიდან. ისინი ნატურალური საღებავებით ღებავენ პროდუქტს და საბნის ღილებიც კი ეკოლოგიურად სუფთაა.
ადამიანებს, ვისაც უფრო მდიდრული თეთრეული მოსწონს, ბრენდი ETTITUDE სთავაზობს 100% ორგანული ბამბუკისგან დაზადებულ საბნის კონვერტებს.ეკოლოგიურად სუფთასთან ერთად,ამ ბრენდის თეთრეული ანტიალერგიულია.
BROOKLINEN იმ ადამიანებს, ვისაც სიმყუდროვე მოსწონს, სთავაზობს პრინტიან, ეკოლოგიურად სუფთა საბნის კონვერტს.
მუქი ლურჯი ფერის ტილოს თეთრეული, ძალიან უხდება ინტერიერს და არის 100%-ით ორგანული. მაღაზია MAGIC LINEN მომხმარებელს სთავაზობს უფასოდ მიიღონ პატარა ნიმუშები, სანამ თეთრეულის ყიდვას გადაწყვეტენ.
წყარო: Architecturaldigest