ბინა, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, სტოკჰოლმში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 230 კვადრატული მეტრია. ვინაიდან მის მეპატრონეებს მოზარდი შვილი ჰყავთ, ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესში მათთვის მთავარი ამოცანა მშვიდი და ამავდროულად საინტერესო გარემოს შექმნა იყო. ისინი წარმოიდგენენ მომავალ საცხოვრებელს როგორც ძალიან მყუდროს, მაგრამ ამავდროულად ფერადსა და ელეგანტურს. საბოლოოდ, მათ არჩევანი საკმაოდ თამამ და გამორჩეულ დიზაინზე შეარჩიეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ბინის თითოეული ოთახი განსხვავებულ ფერშია გადაწყვეტილი.
რემონტის ეტაპზე სამზარეულო უფრო ცენტრალურ ნაწილში გადავიდა, რამაც დამატებითი სივრცე შექმნა მისაღებ ოთახსა და სასადილო სივრცეს შორის. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ საცხოვრებელ და სასადილო ოთახებს შიდა დერეფნის მეშვეობით დაუკავშირდნენ. შედარებით უფრო კონფიდენციალური ოთახები, მაგალითად, საძინებელი და სააბაზანო განლაგებულია ბინის საპირისპირო ნაწილში. ფერების პალიტრა ამ შემთხვევაშიც ძალიან რბილი და თბილია, თუმცა საგრძნობლად განსხვავდება სხვა ოთახებში გამოყენებული ტონებისაგან.
დერეფანში განთავსებულია პანელებით მოწყობილი კარადა, რომელიც სივრცეს ფუნქციურობას მატებს. ბინის ამ ნაწილისთვის მეპატრონეებმა მუქი მწვანე ფერი შეარჩიეს, რომელიც საინტერესო კონტრასტს ქმნის სხვა სივრცეებთან.
დერეფნის ბოლოს ხვდებით მთავარ საძინებელში, შემდეგ კი აბაზანაში. აბაზანა აღჭურვილია ჩაშენებული კარით და სხვადასხვა თანამედროვე ინვენტარით. აღსანიშნავია, რომ წყვილმა შვილისთვის ცალკე სივრცე გამოყო საძინებლის, მისაღებისა და აბაზანის მოსაწყობად. ინტერიერი სადა და მშვიდ ტონებშია გადაწყვეტილი, ავეჯის უმეტესობა სპეციალური შეკვეთით დამზადდა, მასალის არჩევანმა კი ბინა ბუნებრივი შეგრძნებითა და სახასიათო განწყობით შეავსო.
კედლები და ჭერი შეღებილია ნაცრისფერ ფერებში, რაც მშვიდ ფონს უქმნის კედლების საკმაოდ ფერად და გაბედულ დიზაინს და თითოეულ ოთახში გამოყენებული სხვადასხვა ფერი ერთ საინტერესო მთლიანობაში მოჰყავს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2