in

ტური სახლში: ნახეთ ელენ დეჯენერესის $53,3 დოლარიანი სახლი ბევერლი ჰილზში

Banner M2
Banner M2

ელენ დეჯენერესი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი შოუს წამყვანობის გარდა, იმითაა ცნობილი, რომ თავის ცოლთან, პორშა დე როსისთან ერთად მდიდრულ სახლებს ყიდულობს, ანახლებს და შემდეგ ისევ ყიდის. გარდა იმისა, რომ ამ შრომატევადი პროცესის შედეგად ამერიკელ სელებრითის 7-ციფრა მოგება რჩება, ამით ის კიდევ უფრო აფართოვებს საკუთარი გავლენის სფეროს.

ეს ბევერლი ჰილზის სახლი დეჯენერესმა Maroon 5-ის სოლისტის, ადამ ლევინისა და მისი სუპერმოდელი მეუღლის, ბეატი პრინსლუსგან შეიძინა 2019 წელს $42,5 მილიონად, ხოლო წელს, მასობრივი რენოვაციის შემდეგ კი მას $53,3 მილიონად ყიდის.

სახლი 0,4 ჰექტარრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე მდებარეობს, რომელიც უახლესი, განმაცვიფრებლად გამართული დაცვის სისტემითაა შეიარაღებული და ორი კარიბჭითაა შემოსაზღვრული. უშუალოდ სახლი 956 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში 5 საძინებელი და 9 სააბაზანოა განთავსებული.

სახლის კარის შეღებისთანავე თვალში გვხვდება თეთრი, კაშკაშა ფოიე, პანელირებული კედლებითა და იმდენად მაღალი ჭერით, რომ შეიძლება მასზე დაკვირვებისას კისერიც კი ვიტკინოთ. იატაკი ზიგზაგისებურად განლაგებული, მუქი ყავისფერი ხისგანაა დამზადებული.

სასტუმრო ოთახი, სივრცე, რომელიც წვეულებების გასამართად და სტუმრების მისაღებადაა განკუთვნილი, 15 მეტრის სიგრძისაა. მისი კედლების ფერი ფოიეს კედლების თეთრ ტონალობას ეხამება, რაც იდეალურ ფონს ქმნის მათზე განთავსებული ხელოვნების შედევრებისა და ავეჯისთვის.

სახლის ნამდვილი გული და გამორჩეული სივრცე სამზარეულოა. შენობაში ორი სამზარეულო გვხვდება – ერთი აქ მომსახურე პერსონალისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი ოჯახური მოხმარებისთვის. ოჯახურ სამზარეულოში ყავისფერი, მინიმალისტური ავეჯი, კარადები და კუნძული იქცევს ყურადღებას უჟანგავი ფოლადის ტექნიკასთან ერთად. აღსანიშნავია ოთახად ქცეული მაცივარიც.

სასადილო ოთახი მინიმალურადაა განათებული, რათა აქ გამართული ვახშმები და საღამოები ინტიმურ გარემოში წარიმართოს. კედლები აქაც ფოიეს მსგავსი თეთრი საღებავითაა შეღებული.

მთავარ საძინებელ ოთახს, მასშტაბურობიდან გამომდინარე, სახლის მეორე სართულის მთელი ფრთა ეთმობა. აქ გვხვდება დიდი ტერასა, ორი საგარდერობე ოთახი და ძალიან ძვირადღირებული პირადი სააბაზანო. ერთ-ერთ საგარდერობე ოთახში მინის კარის გაღების შემდეგ წრიულ შხაპს და შავ აბაზანასაც გადააწყდებით.

როგორ შევქმნათ ფუნქციური და კომფორტული ინტერიერი – თინათინ ძირკვაძის რჩევები

შეკიდული უნიტაზი – ძლიერი და სუსტი მხარეები