ბუხარი სახლში არა მხოლოდ სითბოს წყაროა, არამედ ის ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტიც გახდა, რომელიც, ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ მყუდრო გარემო მონტაჟის სირთულეებისა და სხვა ხანგრძლივი პროცესების გარეშე. ამ მხრივ საკმაოდ გავრცელებულია ელექტრო ბუხარი, რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს ძალიან მარტივად, თუნდაც 30 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობის მქონე ბინაში, რადგან ის არ საჭიროებს კედლისა და იატაკის წინასწარ მომზადებას, სარემონტო სამუშაოებს და სხვა არასასურველ პროცედურებს.
რა სახის ელექტრო ბუხრები არის ხელმისაწვდომი?
ელექტრო ბუხარი ძირითადად ორი სახისაა: ერთი ფუნქციურია და სითბოს წყაროდ დენს იყენებს, ხოლო მეორე – დეკორატიული სახისაა. აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია.
გახსოვდეთ, ე.წ დეკორატიული ელექტრო ბუხარი სახლში მხოლოდ ინტერიერის მოსაწყობად გამოიყენება და მიუხედავად იმისა, რომ ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს ნამდვილს, არ გამოყოფს სითბოს.
რა ფუნქციები აქვს ელექტრო ბუხარს?
ელექტრო ბუხარი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სითბოს წყაროდ, ასევე ოთახში ჰაერის მიმოქცევის გასაუმჯობესებლადაც. სითბოსთვის ელექტრო ბუხარს აქვს დახურული ტიპის ჩაშენებული გამათბობელი, რომელიც მილისებური ნაწილია და ითავსებს სავენტილაციო ფუნქციებსაც. ასეთი სისტემა პოპულარულია ცენტრალური გათბობის სისტემის მქონე ბინებში, ვინაიდან, ზამთრის პერიოდში სახლში ტენიანობის დონე იკლებს.
ამას გარდა, თანამედროვე ბუხრების უმეტესობა მუშაობს სპეციალურ სენსორებზე, რომლებიც მაშინვე ამოქმედდება, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს და ეს ფუნქცია ბუხარს ეხმარება სახლში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნაში.
ელექტრო ბუხრების უმეტესობას აქვს სპეციალური საათიც, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დააყენოთ ბუხრის გამორთვა-ჩართვის თქვენთვის სასურველი დრო.
ბუხრის ზოგიერთ მოდელში შესაძლებელია ცეცხლის რეგულირებაც. ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ცეცხლის ალი გახადოთ უფრო ნათელი ან დაარეგულიროთ მისი სიმაღლე და სიმძლავრე.
როგორია ელექტრო ბუხრის მონტაჟის სპეციფიკა?
ელექტრო ბუხრის მონტაჟის სპეციფიკა საკმაოდ მარტივია. მონტაჟის მეთოდი დამოკიდებულია ბუხრის ტიპზე, რომელიც შეიძლება იყოს კუთხის ან, მაგალითად, კედელზე ჰორიზონტალურად დასამონტაჟებელი. თუმცა, ელექტრო ბუხრის შეძენის პროცესში მხოლოდ სივრცის გათვალისწინებაა საჭირო, რადგან ის არ საჭიროებს დამატებით გაყვანილობებს და სახლიდან გამონაბოლქვის განდევნისათვის საჭირო მილებს, რომლებიც ეზოს ან ქუჩას უკავშირდება.
როგორ უნდა შევარჩიოთ ელექტრო ბუხრისთვის საჭირო სიმძლავრე?
სიმძლავრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რადგან ოთახში სითბოს რაოდენობა და ინტენსივობა სწორედ მასზეა დამოკიდებული. შედარებით მცირე სიმძლავრის მქონე ბუხარი სახლს ვერ გაათბობს და ის მხოლოდ დეკორაციის სახით გამოიყენება.
საჭირო სიმძლავრის დასადგენად უნდა გაითვალისწინოთ ოთახის ზომა. 10 კვადრატული მეტრის გასათბობად დაახლოებით 1 კილოვატი სითბოა საჭირო. თუ ბუხარი მისაღების ან საძინებლისთვის გინდათ, გირჩევთ, რომ შეარჩიოთ დაახლოებით 2 კილოვატი სიმძლავრის მქონე ბუხარი.
როგორია ელექტრო ბუხრების ღირებულება?
ელექტრო ბუხრები ფართოდაა ხელმისაწვდომი, თუმცა მათ არც თუ ისე ბიუჯეტური ღირებულება აქვთ. საშუალოდ, ბუხრის ფასს 1000 ლარიდან იწყება, მაგრამ საბოლოო ღირებულებას მისი ფუნქციები, ზომა და სიმძლავრე განსაზღვრავს.
ბუხრის ფასის გარდა, უნდა გაითვალისწინოთ ყოველთვიური კომუნალური გადასახადებიც. შედარებით მაღალი სიმძლავრის მქონე ბუხარი ენერგიის უფრო დიდ რაოდენობას მოიხმარს, რაც კომუნალურ ხარჯებს გაგიზრდით.
შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრო ბუხარი საუკეთესო გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც სახლის ინტერიერის გამდიდრება და დახვეწა სურს. ეს არის ნივთი, რომელიც გამოიყენება როგორც ესთეტიკური, ასევე ფუნქციური დანიშნულებით და სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს.