in

8 მარტივი გზა სახლში ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად

ელექტროენერგიის ფასები მუდმივად იზრდება. ამას გარდა, თანამედროვე სამყაროში ეკოლოგიაზე ზრუნვის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაზე. ამისთვის რამდენიმე მარტივი გზა არსებობს:

აირჩიეთ ენერგოეფექტური ტექნიკა

თავდაპირველად ტექნიკის ფასი შესაძლოა ძვირად მოგეჩვენოთ, თუმცა პრემიუმ-კლასის ტექნიკა ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ენერგიის უფრო ნაკლებ რაოდენობას მოიხმარს. შესაბამისად, გრძელ ვადაში, ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა უფრო ეკონომიურია.

იფიქრეთ განახლებადი ენერგიის წყაროებზე და ენერგოეფექტურ მოწყობილობებზე გადასვლაზე

ენერგოეფექტურ მოწყობილობებზე და აღჭურვილობაზე გადასვლას გლობალური ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ით შემცირება შეუძლია.

დაიწყეთ LED ნათურების გამოყენება

შუქდიოდური (LED) ნათურები უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ინკანდესენტური ან ჰალოგენური ნათურები. ისინი ენერგოეფექტურია, ძალიან გამძლეა და თქვენს ბიუჯეტს საგრძნობლად დაზოგავს.

დაარეგულირეთ ტემპერატურა მაცივარსა და საყინულეში

ყველაზე მეტ ელექტროენერგიას სწორედ ის მოწყობილობები მოიხმარენ, რომლებიც გათბობა-გაგრილების სისტემაზე არიან პასუხისმგებლები, რადგან ისინი მუდმივ რეჟიმში მუშაობენ. ხარჯების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მაცივრის ტემპერატურის დარეგულირებაა. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს მაცივარი.

ელექტრო საშრობის ნაცვლად გამოიყენეთ ტრადიციული გზები

ტანსაცმლის საშრობი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, ამიტომ სჯობს ტანსაცმელი ბუნებრივად, საკიდზე გააშროთ. ამის ხარჯზე სარეცხი არა მხოლოდ უფრო ბიუჯეტური გზებით გაშრება, არამედ ის ჰაერის სასიამოვნო და სუფთა არომატსაც შეიძენს და არ ქსოვილი არ დაზიანდება.

ტელეფონები ერთმანეთისგან მოშორებით შეინახეთ

ელექტროენერგიები გაცილებით დიდ ენერგიას მოიხმარენ მაშინ, როდესაც ისინი ერთად გვაქვს მოთავსებული. ეცადეთ არ დატენოთ ორი ტელეფონი ერთმანეთის გვერდით ან ერთდროულად.

იზრუნეთ თბოიზოლაციაზე

სახლში თბოიზოლაციის გამოყენება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას, ხოლო ზაფხულში დაიცავს მზის პირდაპირი სხივებისგან.

დატენეთ ტელეფონი თვითმფრინავის რეჟიმში

თქვენი ტელეფონი ერთდროულად მოიხმარს ენერგიას, ეძებს მობილური ანძის სიგნალებს და იყენებს GPS-ს თქვენი მდებარეობის დასადგენად. თვითმფრინავის რეჟიმზე გადასვლისას ტელეფონი უფრო სწრაფად დაიტენება.

ბინა მკვეთრი აქცენტებით ბაგებში – ანანო მეგრელიშვილის ნამუშევარი

გამორჩეული ავეჯის ბრენდი „კომფორტერი“ ხუთი წლისაა