დაივიწყეთ პატარა ფურცლებით აჭრელებული კედლები, ვინაიდან ამიერიდან გეგმების ჩანიშვნის ინოვაციური მეთოდი არსებობს.
დიზაინერმა კიმ სუნგ მინმა (Kim Sung Min) შეიმუშავა ელექტრონული დაფა სახელწოდებით “It’s Time to Read Me”, რომელსაც შეუძლია თქვენი მომდევნო შესასრულებელი დავალება გაგინათოთ და ამ ფორმით შეგახსენოთ მის შესახებ.
გეგმების ჩანიშვნის ეს ფორმა განსაკუთრებით მოსახერხებელია, ვინაიდან დაფაზე ან კედელზე გაკრული ათობით ფურცლიდან თქვენ ზუსტად იცით თუ რომელს უნდა მიანიჭოთ პრიორიტეტი და რა დავალების შესრულებით უნდა დაიწყოთ დღე.