in

“ელიავას ბაზარი” – საქართველოს უნივერსიტეტი TerraViva Competitions-თან ერთად ახალ არქიტექტურულ კონკურსს იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტი TerraViva Competitions-თან კოლაბორაციით იწყებს ახალ არქიტექტურულ კონკურსს – “ელიავას ბაზარი”, რომელიც შექმნილია ელიავას ბაზრის რეკონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად. 

პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა – ნინა ავდალიანმა და ვანო გვენცაძემ შეიმუშავეს.

კონკურს “ელიავას ბაზრის” გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელთა შემადგენლობა შემდეგია: დიმიტრი შაფაქიძე (Laboratory of Architecture #3), Yasamin Mayyas (WORKac), Giovanni Aurino (OD’A Officina d’Architettura), Isabell Enssle Rios (TSPA), ნოდარ კვანჭიანი (Altertopos), Manuela Rosso (Studio 3Mark), Zhaoxiong Han (Gensler), Juan José Vargas Castillo (TAP).

პრიზების ჩამონათვალი:

    • I ადგილი – 3000 ევრო
    • II ადგილი – 1500 ევრო
    • III ადგილი – 1000 ევრო
    • 10 ოქროს “Mention”: თითოეულისთვის 250 €
    • 10 საპატიო ჯილდო: ვაუჩერი TerraViva-ს კონკურსებისთვის
    • 30 ფინალისტი: გამოქვეყნდება TerraViva-ს არხებზე

გარდა ამისა, “ტერავივა” სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს ფასდაკლების კოდებს, რითაც შეძლებენ რეგისტრაციას. ამასთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტმა გამოყო დამატებითი საპრიზო ფონდი გამარჯვებულებისთვის.

ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 24 იანვარი

აღსანიშნავია, რომ „TerraViva Competitions“-ი, რომელიც საერთაშორისო კონკურსების პლატფორმაა, არქიტექტურული გამოწვევების მსოფლიო სივრცეა. „TerraViva“-ს საერთაშორისო კონკურსები ღიაა არქიტექტორებისთვის, ურბანისტებისა და დიზაინერებისთვის მთელი მსოფლიოდან. იტალიური ორგანიზაცია ნიჭიერ შემოქმედებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხელს უწყობს არქიტექტურული, ინტერიერის დიზაინისა და ურბანული პროექტების განხორციელებას.

გამოცხადებული კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია “ტერავივას” ოფიციალურ ვებ გვერდზე.

„სიმეტრია ჯიქია” – დეტალებში ნაფიქრი გარემო კარგი ცხოვრებისა თუ ინვესტიციისათვის

დასასვენებლად განკუთვნილი თავშესაფარი ულამაზესი ხედებით