in

5 მიზეზი „Elica“-ს გამწოვის ასარჩევად

ფუნქციური და მოხერხებული სამზარეულოს შექმნაში გამწოვი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. იმისათვის, რომ სამზარეულო სუფთა და მოწესრიგებული იყოს, გამართული ვენტილაციის სისტემის არსებობა აუცილებელია. სხვაგვარად დისკომფორტი შეგექმნებათ და არასასიამოვნო სუნი მუდმივად შეგაწუხებთ.

გამწოვის შერჩევისას უმთავრესია ხარისხი, მდგრადობა და პრაქტიკულობა, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეუფერხებლად მოგემსახუროთ. ამასთანავე, სასურველია, მისი დიზაინი სამზარეულოს ინტერიერსაც შეესაბამებოდეს.

თანამედროვე ბაზარი არაერთ საინტერესო პროდუქტს გთავაზობთ. ისინი უახლესი პროგრამებითაა აღჭურვილი და, ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, ცხოვრებას გიმარტივებთ. გამორჩეული გამწოვების კოლექციას აწარმოებს პრემიუმ-კლასის იტალიური ბრენდი „Elica“, რომელიც ყველასგან განსხვავებულ, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებულ, ხარისხიან პროდუქციას ქმნის.

რატომ მაინცდამაინც „Elica?

უმაღლესი ხარისხის იტალიური ბრენდი „Elica“ მთელ მსოფლიოში ცნობილია გამწოვების უნიკალური, დახვეწილი მოდელებით, რომლებიც მედეგობისა და პრაქტიკულობის გარდა, განსაკუთრებული ესთეტიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. ამის გამო ის მომხმარებლის რჩეული ბრენდია. „Elica“-ს გამწოვები, რომლებიც დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, სრულად აკმაყოფილებს ეკოლოგიურ მოთხოვნებს და, ამასთანავე, არ იწვევს ხმაურს. ბრენდის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ გამწოვი ნებისმიერი ტიპის სამზარეულოს ერგება და ინტერიერში განსაკუთრებულ აქცენტებს ქმნის. „Elica“-ს პროდუქტი ლიდერობას არაერთი მახასიათებლის გამო ინარჩუნებს. ესენია:

წარმოების ადგილი და დიზაინი – „Elica“ იტალიური კომპანიაა, რომელიც მხოლოდ გამწოვებს აწარმოებს. პროდუქტი მთლიანად აწყობილია იტალიაში, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს. თითოეული დეტალის სრულყოფილად დამუშავებაზე პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს, რომელიც დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს, რათა მომხმარებელს მაქსიმალურად ეფექტური და დახვეწილი დიზაინი შესთავაზოს. იტალიურ ბრენდის განსაკუთრებულობა მისი იერსახეა, რომელიც  თანამედროვე სამზარეულოს იდეალურად ერგება. პროდუქტი შეგიძლიათ მოათავსოთ კედელზე, სამზარეულოს კუნძულზე, ჭერზე ან, სულაც,  ჩააშენოთ.

ფილტრაციის სახე – „Elica“-ს გამწოვები მუშაობს როგორც გარე, ისე შიდა ფილტრაციაზე, შესაბამისად, პროდუქტის მონტაჟი ნებისმიერი ტიპის სამზარეულოშია შესაძლებელი. ორივე ფილტრი თანაბარი ეფექტურობით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტურად ყველა გარე ფილტრაციის მოდელის გადაკეთებაა შესაძლებელი შიდა ფილტრაციაზე, რის გამოც პროდუქტი თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს სრულყოფილად აკმაყოფილებს.

გაწოვის სიმძლავრე და ხმაურის დონე – ბაზარზე არსებული გამწოვები მუშაობისას არასასიამოვნო ხმას გამოსცემს, რაც სახლში დისკომფორტს ქმნის. დიდი სიმძლავრის მიუხედავად, „Elica“-ს გამწოვი ხმაურის დაბალი დონით ხასიათდება. იტალიური ბრენდის გამწოვები თავიანთი მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა (300-1200 მ3/სთ, გააჩნია მოდელს). სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, „Elica“-ს მოდელს ზუსტად ის სიმძლავრე აქვს, რაც მის აღწერილობაშია მითითებული. პროდუქტი გაწოვის რამდენიმე დონითაა აღჭურვილი, მათ შორის – Booster level-ითაც, რათა მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად შეასრულოს სამუშაო. აღსანიშნავია ისიც, რომ, ჰაერის სწრაფად გაფილტვრის მიზნით, გამწოვმა შეიძლება ცირკულაციის საგანგებო რეჟიმითაც იმუშაოს.

ენერგოეფექტურობა – სხვა არაერთ უპირატესობასთან ერთად, იტალიური ბრენდის პროდუქტი იმითაც გამოირჩევა, რომ საკმაოდ ენერგოეფექტურია, ეს კი თქვენს კომუნალურ ხარჯებს ამცირებს და გარემოზეც დადებითად აისახება. პროდუქტის ეკომეგობრულობა იმითაც განისაზღვრება, რომ თითოეული მოდელი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და უსაფრთხო სივრცეს ქმნის.

მოვლის სიმარტივე და მომხმარებელზე მორგებული ტექნოლოგია – პრემიუმ- კლასის ბრენდის გამწოვი აღჭურვილია ცვლადი, განახლებადი ნახშირის ფილტრებით, რომელთა გამოყენების ხანგრძლივობა 3 წელია. ცხიმის ფილტრი მარტივად ხელმისაწვდომია, თავისუფლად იხსნება და ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც ირეცხება. აღსანიშნავია, რომ, მომხმარებლის კომფორტის უზრუნველსაყოფად, გამწოვი აღჭურვილია ტაიმერით, რომელიც ფილტრის გაწმენდას შეგახსენებთ. უნდა ითქვას ისიც, რომ „Nikola Tesla“-ს ინტეგრირებული მოდელების ზედაპირი მარტივად მოსავლელია, რაც საქმეს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ.

მსოფლიოში აღიარებული იტალიური ბრენდის, „Elica“-ს, გამორჩეული, პრემიუმ-კლასის გამწოვების შეძენა შესაძლებელია თბილისში, ილია ჭავჭავაძის N49დ-ში. 599 13 56 56;      0 322 105 025.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფერადი აქცენტებით შექმნილი ინტერიერი კრწანისში – სტუდია „WOM“-ის ნამუშევარი

ლამინირებული იატაკი – ოპტიმალური სისქე, კლასი და ფასები ქართულ ბაზარზე