კომპანია ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც ლიდერი სავაჭრო ქსელია სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე 26-ე იუბილეს აღნიშნავს.
ბრენდის მრავალწლიანი მოღვაწეობა რომ შევაჯამოთ, კომპანიამ და თავად ბრენდმა ამ დროის განმავლობაში დიდი ცვლილება განიცადა, შეიქმნა ახალი კონცეფციის მაღაზიები, დაინერგა მომსახურების თანამედროვე სტანდარტები, ბაზრის ათვისება მოხდა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით და კომპანია გახდა მსოფლიო მოწინავე ბრენდების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
ელიტ ელექტრონიქსი აერთიანებს 200-მდე მსოფლიო მოწინავე ბრენდების 7000-მდე დასახელების პროდუქციას.
მაღაზიაში მოწყობილია არაერთი ბრენდზონა; თითოეული მათგანი გამოირჩევა მრავალფეროვანი პროდუქციითა და ასორტიმენტით, რაც კომპანიას აძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა გემოვნების მომხმარებელი დააკმაყოფილოს.
ელიტ ელექტრონიქსის იუბილესთან დაკავშირებით 24 მაისს გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა ისთ ფოინთის ფილიალში, რომელსაც არაერთი სტუმარი ესწრებოდა. იუბილეს აღსანიშნავად წელს საქართველოს ბოშის აღმასრულებელი დირექტორი განვითარებადი ქვეყნების მიმართულებით რუდოლფ კლოჩერი ჩამოვიდა, რომელიც საღამოს მთავარ სტუმრად ითვლებოდა.
ღონისძიებების გამართვასთან ერთად ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, გრანდიოზული შეთავაზებებითა თუ აქციებით ანებივრებს თავის ერთგულ მომხმარებელს.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელია და ელიტ ელექტრონიქსმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები და სიურპრიზები შესთავაზა.
იუბილის ფარგლებში, ელიტ ელექტრონიქსმა მომხმარებლებს განახლებული შოურუმები წარუდგინა, სადაც შეგიძლია გამოსცადო ყველა სახის ტექნიკა, დააგემოვნო ყავა, გადაიღო უამრავი ფოტო და აქ სტუმრობა ერთ დიდ გამოცდილებად აქციო.
24 და 25 მაისს ელიტ ელეტქრონიქსის ისთ ფოინთისა და გლდანის ფილიალში ბოშის განახლებული ბრენდზონა გაიხსნა. ვინც ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ მე-19 საუკუნიდან დღემდე, გერმანული ბრენდი ბოში ითვლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად მსოფლიოში. ბოშის პროდუქცია იქმნება ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად. ბრენდი მუდმივად ცდილობს თავისი პროდუქციის გაუმჯობესებასა და თანამედროვე კონცეფციებზე მორგებას. სწორედ ამიტომ, ბოშის ტექნიკა მთლიანად მორგებულია ჭკვიანი სახლის პრინციპზე და თითოეული ტექნიკა საკუთარი მიმართულების ექსპერტია.
ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, ელიტ ელექტრონიქსი კვლავ აგრძელებს ფილიალების განახლებას და უახლესი კონცეფციის მაღაზიების გახსნას. ეწვიეთ ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელს მთლი საქართველოს მასშტაბით და თავად გამოსცადეთ სიახლეები.
[R]