in

ტური ემა ბერნსის დახვეწილ ლონდონურ ბინაში

Banner M2
Banner M2

„ყველაფერი ირგვლივ არსებულ და არქიტექტურას უნდა შეესაბამებოდეს. ის, რასაც შექმნი, უნდა ეხმაურებოდეს შენობას, კლიენტს, იქ მცხოვრებ ადამიანებს. მე ყველა პროექტისადმი ეს მიდგომა მაქვს“ – ამბობს ემა ბერნსი. მისი ლონდონური ბინა, სადაც დიზაინერი სამუშაო დღეებს ატარებს, ქალაქში ცხოვრების მოხერხებულობასა და ეფექტურობას განასახიერებს.

ემამ ბინა ბეისვოტერში 1840-იანი წლების სახლის მეორე სართულზე დაახლოებით შვიდი წლის წინ იყიდა. კენსინგტონის ბაღებიდან არც თუ ისე შორის, ის პორჩესტერის სკვერის ფართო, ფოთლოვან გარემოს გადაჰყურებს. „როდესაც ბინა ვიყიდე, აქ სრული არეულობა სუფევდა. საძინებელი მოედნის მხარეს იყო, ხოლო მისაღები ოთახი ქუჩას გადაჰყურებდა, ამიტომ ჩემი პირველი პრიორიტეტი ამ მოცემულობის 180 გრადუსით შეცვლა იყო“ – ამბობს ემა.

მისაღები ოთახი ალბათ ემას მიერ სივრცის ჭკვიანური აღქმის ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრაციაა. შთამბეჭდავი ავეჯით, ხელოვნების ნიმუშებით და წიგნებით სავსე ოთახი ჰარმონიულად და კომფორტულად გამოიყურება. L ფორმის დივანი კედლებს გარს ეკვრის, ხოლო წიგნების თარო პატარა მაგიდას და უამრავ სათავსოს აერთიანებს. კიდევ ერთი წიგნების თარო ფანჯრებს შორის არსებული სივრცისთვის დამზადდა, მის ქვემოთ კი დგას მინის სასადილო მაგიდა ემას მიერ დაპროექტებული სკამებით. უბრალო ფარდები და ღია ნაცრისფრად შეღებილი კედელი ემას კოლექციებისთვის ელეგანტურ ფონს ქმნის.

ნივთები, რომლებიც სივრცეს ავსებს, საცხოვრებელს ისტორიისა და ინდივიდუალურობის განცდას სძენს. „საწოლის თავისთვის ჭრელი ქსოვილი ძველი ქსოვილების ნარჩენებისგან და დედაჩემის კაბების ნაჭრებისგან დიდი ხნის წინ გავაკეთე“ – ამბობს ემა. მისი XX საუკუნის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია მისაღები ოთახის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. წლების განმავლობაში შეგროვებულ ანტიკვარებიდან თითოეულს საკუთარი შთამბეჭდავი ხასიათი აქვს.

როგორც ჩანს, ემამ იდეალური თავშესაფარი შექმნა. „ეს ჰგავს ძალიან ელეგანტურ სასტუმროს, სადაც ყველაფერი შენს ხელთაა. ამ სივრცეში სასიამოვნოა როგორც მარტო, ასევე სხვა ადამიანებთან ერთან ყოფნა“ – აღნიშნავს ემა.

8 მარტივი რჩევა სამზარეულოს მოსაწესრიგებლად

დაცული: „სამერი ჯგუფი“ – საოჯახო საქმიანობით შთაგონებული ქართული ბიზნესი