in

Emirates Towers – კომპლექსი, რომელიც დუბაის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა

Alliance Group
Alliance Group

Emirates Towers დუბაიში მდებარე შენობების კომპლექსია, რომელიც 1996-99 წლებში აშენდა და ორ დამოუკიდებელ კოშკს აერთიანებს. კომპლექსი მოიცავს Emirates Office Tower-სა და Jumeirah Emirates Towers Hotel-ს და იგი შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს ეკუთვნის.

კოშკების სიმაღლე 354,6მ სიმაღლეს აღწევს და ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების სიაში 51-ე ადგილზეა, ხოლო დუბაიში – მე-11 ადგილზე. კომპლექსი შეიხ ზაიდის გზაზე მდებარეობს და შეიძლება ითქვას, რომ დუბაის ერთ-ერთ სიმბოლოსაც წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი მისი ფინანსური მნიშვნელობითაა ცნობილი, რის გამოც Emirates Towers-ის კომპლექსი თანამედროვე ბიზნეს ეპოქის არქიტექტურული ნიმუშიცაა.

კოშკებზე Al Ghurair Investment group-ის სამშენებლო ფრთამ და BESIX-ის შვილობილმა არქიტექტურულმა სტუდია Six Construct-მა იზრუნა. სასტუმროს ნაწილს აქვს 400 ნომერი, საოფისე კოშკი მოიცავს 56 სართულს, ხოლო სასტუმროს ნაწილი – 54-ს. პროექტში გათვალისწინებულია 17 შიდა ლიფტიც.

შენობა გარშემორტყმულია ალუმინის პანელებითა და ამრეკლავი მინებით. თითოეული კოშკის ძირში გამოყოფილია ადგილი სავაჭრო ცენტრებისთვის, რესტორნებისა და კაფეებისთვის.

ორივე კოშკი შედგება სამი ძირითადი კედლისგან და მათ ორი ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმა აქვს. კედლები იდეალურად უძლებს დატვირთვას, რომელიც ძირითადად, ფოლადის მასალაზეა გადანაწილებული და დაკავშირებულია ბირთვებისა და სამაგრების დახმარებით.

Emirates Towers-ის კომპლექსი განთავსებულია 570 000 მ2-ზე მეტ ტერიტორიაზე, მოიცავს ბაღს, ტბას, ჩანჩქერებსა და დასასვენებელ ადგილებს. ამასთან, საპარკინგე სივრცე ითვალისწინებს ადგილს დაახლოებით 1500 მანქანისთვის.  გამწვანება დიზაინის განუყოფელი მახასიათებელია. კოშკებთან ვხვდებით ულამაზეს ბაღს, რომელიც მდიდარია მრავალფეროვანი მცენარეებით.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს კოშკები დუბაის ყველაზე მაღალ შენობებად ითვლებოდა.

არქიტექტურული სტუდია: Besix

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

5 კომპანია საქართველოდან, რომელიც გასაჭიმი ჭერის მონტაჟში დაგეხმარებათ

მინიმალისტური საძინებელი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის