in

რა უპირატესობა აქვს ბინის ფლობას ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსში

ენერგოეფექტურობა რესურსების მოხმარების თვალსაზრისით რაციონალურობაში მდგომარეობს. პირველ რიგში, ეს გულისხმობს წყლის გასათბობად (ცხელი წყლისა და გათბობის უზრუნველყოფისთვის) თერმული ენერგიის გამოყენებას. ენერგოეფექტურობის კლასი ჯერ კიდევ სახლის დაპროექტების ეტაპზე განისაზღვრება.

მოსახლეობის უმრავლესობისთვის ენერგოეფექტურობის კლასიფიკაცია გაუგებარია და ბინის არჩევისას ამ ფაქტორს ყურადღება ხშირად არ ექცევა. იმავდროულად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია: რაც უფრო მაღალია ენერგოეფექტურობის კლასი, მით მეტად ხდება რესურსების დაზოგვა და სახლში ცხოვრებაც უფრო კომფორტულია.

შეინარჩუნებს თუ არა შენობა სითბოს, ბევრ რამეზეა დამოკიდებული: შენობის განლაგებაზე, კედლებისა და სახურავების იზოლაციის ხარისხზე, ორმაგი მინის მქონე ფანჯრების გამოყენებაზე, კარებზე და თავად გათბობის სისტემაზე. ეს ყველაფერი სახლს საშუალებას აძლევს, რომ სითბო შეინარჩუნოს და, შესაბამისად, რესურსები დაიზოგოს.

ენერგოეფექტური სახლების მიერ რესურსების დაზოგვა

ჩვეულებრივ სახლებში, ენერგოეფექტურ საცხოვრებლებთან შედარებით, მოსახლეობა იძულებულია გამათბობლები ადრე ჩართოს ან გამოიყენოს დამატებითი გასათბობი მოწყობილობები, რომლებიც, ასევე ელექტროენერგიას მოიხმარს. ენერგოეფექტური სახლი კი დაგეხმარებათ, რომ ამ პრობლემებს თავი აარიდოთ და კომუნალური მომსახურების ხარჯებიც დაზოგოთ.

დამატებითი სარგებელი ენერგოეფექტურ სახლებში მცხოვრებთათვის

ენერგოეფექტურობა, ასევე, გულისხმობს სახლში სტაბილური და თანაბარი მიკროკლიმატის შენარჩუნებას. როდესაც საცხოვრებელში სითბოს დაკარგვის დონე მაღალია, აუცილებელია სითბოს მიწოდების გაზრდა. წყლისა და ელექტრო გამათბობლები ჟანგბადს წვავს, ადამიანს სუნთქვა უჭირს, ამიტომ ოთახს ანიავებს და პროცესი მეორე წრეზე მიდის.

რა თქმა უნდა, მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე სახლში ცხოვრება გაცილებით კომფორტულია: ამინდზე დამოკიდებული ავტომატური სისტემა ფანჯრის გარეთ არსებულ ტემპერატურას ითვალისწინებს და გათბობის დონეს შესაბამისად არეგულირებს.

შეგიძლიათ ამ საკითხს კიდევ უფრო ფართოდ შეხედოთ და არა როგორც მხოლოდ კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას – ენერგოეფექტურობა არის ზოგადად რესურსების მოხმარებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

მართალია, საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ სტანდარტის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში უკვე არსებობს. საუბარია ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელზე, სახელწოდებით ნამაი ვაკე. აღნიშნული პროექტის გამოკვეთილი თავისებურება ენერგოეფექტურობაა, რაც კარგად ნაფიქრი საინჟინრო გადაწყვეტილებების დამსახურებით,  საცხოვრებლის თითოეულ დეტალში იგრძნობა. კომპლექსი აღჭურვილია საკუთარი საქვაბე ოთახით, რომელიც მოსახლეობას სითბოთი და ცხელი წყლით მოამარაგებს, ყველა ბინაში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, ინდუქციური ელექტროქურა და რეკუპერატორი, რომელსაც ჰაერის განახლება-გაწმენდის ფუნქცია გააჩნია. სახურავზე გვხვდება მზის პანელები, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია სრულიად საკმარისია კომპლექსის ენერგო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. “ნამაი ვაკეს” ტერიტორიაზე განთავსებულია წვიმის შემგროვებელი წყლის ავზი, რომელსაც გააჩნია როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ასევე მორწყვის ფუნქცია.

ნამაი ვაკეს ერთ-ერთი მთავარი ღირსება  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული გაზრდილი კომფორტი და შემცირებული დანახარჯებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგოეფექტური გადაწყვეტების წყალობით, კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის მასშტაბით ყველაზე დაბალი გადასახადი კომუნალურ მომსახურებაზე, რაც თანამედროვე ცხოვრების პირობებში საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.

ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე 

რაჭაში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო „უწერა რეზორტი“ რადისონ ინდივიდუალის ბრენდით გაიხსნება

არატა ისოძაკი – 2019 წლის პრიცკერის პრემიის ლაურეატი