in

რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორ მიიღწევა ის

კომფორტული კლიმატური გარემოს შექმნა სახლშიც, ოფისშიც და ნებისმიერ შენობაში ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თქვენ ალბათ ბევრჯერ შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთი შენობა უფრო ცივია, ზოგან კი ზომიერად თბილი ტემპერატურა ტრიალებს. ხშირად ეს არ არის დამოკიდებული გამათბობელ საშუალებებზე. ოთახების ტემპერატურას ენერგოეფექტურობა განსაზღვრავს, რაც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა?

ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა გლობალური დათბობის, კლიმატის საყოველთაო ცვლილების ნეგატიური შედეგების შესახებ, რამაც არქიტექტურას მნიშვნელოვანი მისია დააკისრა – დღის წესრიგში დადგა შენობების ენერგოეფექტურობის საკითხი. რაც უფრო მაღალია ენერგოეფექტურობის კლასი, მით მეტად ხდება რესურსების დაზოგვა და სახლში ცხოვრებაც უფრო კომფორტულია.

ენერგოეფექტურობა გლობალური საკითხია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. თავად ეს ტერმინი მიგვითითებს, რომ უნდა დავიკმაყოფილოთ საკუთარი ენერგომოთხოვნები ისე, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა მოვახდინოთ. ეს გულისხმობს ნაკლები ენერგიის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობებისა და მეტი კომფორტის შექმნას.

რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა მშენებლობაში?

ენერგოეფექტურობა არის ენერგიის, როგორც რესურსის ოპტიმალური გამოყენება და მისი მაქსიმალურად შეზღუდვა სამრეწველო თუ  საყოფაცხოვრებო პროცესებში ისე, რომ ამით მიღებული სარგებელი არ შეიცვალოს. მისი მთავარი პრინციპი ის გახლავთ, რომ ენერგიის დაზოგვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი წარმოება.  მშენებლობაში ენერგოეფექტურობის დაცვა არ გულისხმობს, რომ ჩვენ რაიმე კუთხით კომფორტი უნდა მოვიკლოთ, არამედ ეს ხდება დანაკარგების ხარჯზე, რომელიც შენობებიდან გაიდევნება. მეტიც, ენერგოეფექტური სამუშაოების მიზანი ისაა, რომ ენერგიის უშედეგოდ დაკარგული რაოდენობა ჩვენივე კომფორტისთვის გამოვიყენოთ.

უპირატესობები

ენერგოეფექტურ სახლს ბევრი უპირატესობა გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ის დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და შესაბამისად, ცხოვრების სტანდარტს.

მეორე დიდი უპირატესობა ფინანსურ სარგებელშია, რომელიც ენერგოეფექტურობას მოაქვს. ის ამცირებს კომუნალურ გადასახადებს, რადგან გათბობა-გაგრილება მობინადრეს ბევრად ნაკლები უჯდება, ვიდრე არაენერგოეფექტური მასალით აშენებულ სახლში.

როგორ უზრუნველვყოთ ენერგოეფექტურობა ჩვენს სახლებში

იტონგ კავკასუსი” არის კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის სამშენებლო აირბლოკს აწარმოებს და მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც ენერგოეფექტურობაა. ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, იტონგის აირბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს. ამ ბლოკით აშენებული შენობა უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას, შენობის გასათბობად და გასაგრილებლად კი 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება.

იტონგის აირბლოკს განსაკუთრებული თბოიზოლაცია აქვს. აირბეტონის სტრუქტურა ჰაერის მილიონობით ფორისაგან შედგება, რაც განსაზღვრავს მის საუკეთესო თბოსაიზოლაციო თვისებებს. იტონგის აირბლოკი დაბალი თბოგამტარობით ხასიათდება, რაც ეხმარება მას, მაქსიმალურად დაზოგოს ენერგია და იდეალური ტემპერატურა დააყენოს ნებისმიერ სივრცეში.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იტონგის აირბლოკით აშენებულ კედელს დამატებით არ სჭირდება თბოიზოლაციაზე ზრუნვა. ეს უკანასკნელი უპირატესობა კი ორ სარგებელს ერთად გვაძლევს: მეტი სივრცე და ნაკლები ხარჯი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი სახლის კეთილმოწყობის პროცესში.

ენერგიის ჭარბად მოხმარებას მსოფლიო ეკოლოგიურ კრიზისამდე მიჰყავს. დღესდღეობით სულ უფრო აქტიურად ხდება იმაზე ფიქრი და ზრუნვა, თუ როგორ დაიზოგოს ენერგია და აშენდეს უფრო ეკომეგობრული შენობები, რომლებიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოსა და ადამიანებსაც არ მოაკლებს კომფორტს. იტონგის განსაკუთრებული თბოიზოლაციის აირბლოკი კი სწორედ ის მასალაა, რომელიც ენერგოეფექტურობის გარანტიას იძლევა.

რუბრიკა “რჩევების” წარმდგენია იტონგ კავკასუსი.

Objects – ქეთევან ასათიანისა და ნუკა კორინთელის ხედვით შექმნილი ესთეტიკა

#რაშენდება: “პავლონია” ბათუმში