სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ ორ ფრიად საინტერესო პიროვნებას ეკუთვნის. პროფესორმა და მისმა მეუღლემ მოინდომეს, შეექმნათ ე.წ ექსპერიმენტული სახლი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ხელმისაწვდომ, კომპაქტურ, ენერგოეფექტურ ცხოვრებას ძველ, ურბანულ უბნებში.
ეს სახლი ერთგვარად განახლებული ვერსიაა იმის, რაც მანამდე აქ იდგა. შესაბამისად, ძველი ბეტონის კედლები გარემონტდა, რამაც აღმოფხვრა ძვირადღირებული სამუშაოების ჩატარება და კედლების თავიდან აშენების საჭიროება. შესაბამისად, გარშემო არსებული მრავალრიცხოვანი ხეები ხელუხლებლად და უსაფრთხოდ დარჩა.
სახლში სამზარეულო, სასადილო და მისაღები სივრცეები ქმნიან საერთო “დიდ ოთახს”. დასაჯდომი ადგილის ორმაგი სიმაღლის მოცულობა ქმნის კომპაქტურ სივრცეს და ხელს უწყობს სამზარეულო და სასადილო ფუნქციების ორგანიზებას მის გარშემო. საძინებელი, სამრეცხაო ოთახი და აბაზანა სახლის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
სახურავის სამხრეთ ფერდობზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რომლებიც გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას. სწორედ სახურავის ქვეშ, სხვენში წყვილს მოწყობილი აქვს ბიბლიოთეკა და სამკითხველო სივრცე.
სხვადასხვა ზომის კვადრატული ფანჯრები, ერთი შეხედვით, შემთხვევითობის პრინციპითაა ჩასმული. სინამდვილეში, მათი ზომა და განლაგება ეფუძნება დამკვეთის სურვილს, რომ ისე ჩანდნენ ხეები და ცა სახლიდან, როგორც მათ სურთ. შედეგად, მიღებული ფანჯრების მხიარული კომპოზიცია ხელს უწყობს ინტერიერში დამამშვიდებელი, ბუნების აურის შემოტანას.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს სახლი დიზაინის უამრავ გამოწვევას ოპტიმისტურად აგვარებს სხვადასხვა სტრატეგიისა და სივრცის დამზოგავი მოწყობილობების ინსტრუმენტების გამოყენებით.
არქიტექტურული სტუდია: Salmela Architect
ფოტოგრაფი: Corey Gaffer