in

როგორ გადავაქციოთ ერთოთახიანი ბინა ოროთახიან სრულფასოვან სივრცედ – რეალური მაგალითი

ეს ერთოთახიანი ბინა პირველ სართულზეა განთავსებული, რაც შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს, თუმცა ასეთ განლაგებას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. მთავარი მათ შორის სველი წერტილების დაგეგმარების თავისუფლებაა, ხოლო მეორე უდაო დადებით მხარედ ბინის კვადრატული ფორმა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო  ბინის შუაგულში არსებულმა მზიდმა კედელმა და დაბალმა ჭერმა (2,6 მეტრი) რენოვაციის პროცესი ძალიან გაართულა, საერთო ჯამში, ეს გახლავთ საკმაოდ წარმატებული პროექტი, ვინაიდან დამკვეთების მიერ დასახული ამოცანები სრულად განხორციელდა.

ბინის მეპატრონე ახალგაზრდა წყვილი მომავალში ქალაგგარეთ, ბუნებაში ცხოვრებაზე ოცნებობს, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ერთოთახიან ბინას ეძებდნენ დროებით საცხოვრებლად.

მათ დიზაინერთან ერთად შეისწავლეს არსებული ვარიანტები და ისეთი შეარჩიეს, რომელიც სამზარეულოსთვის, მისაღები ოთახისთვის და საძინებლისთვის ცალკე ზონების გამოყოფის საშუალებას მისცემდათ, ვინაიდან მათი მთავარი მოთხოვნა ორი სრულფასოვანი ოთახის შექმნა იყო სტანდარტულ “ერთ ოთახიან” პროექტში.

ასე გაჩნდა ძველი სამზარეულოს ადგილზე დამატებითი იზოლაციის მქონე საძინებელი. სამზარეულომ კი შემოსასვლელში გადაინაცვლა და ღია პორტალით სასტუმრო ოთახს შეუერთდა. სამზარეულო ბინის ნაკლებად განათებულ ნაწილში აღმოჩნდა, ამიტომა მისი შეღებვა ღია ყვითელ ფერში გადაწყდა, რამაც ოთახი უფრო გაანათა ვიზუალურად.

სამზარეულოს ფართი სულ რაღაც 5 კვადრატულია, თუმცა საკმარისად მოხერხებული და მესაკუთრეების მტკიცებით, ბინაში ყველაზე საყვარელი ადგილი.

სასადილო ზონის გამოყოფის მიზნით შემოსასვლელთან დიზაინერმა აქცენტის სახით ქვის წყობის ნიშა გამოიყენა. სინამდვილეში ეს ფილაა, თუმცა საკმაოდ ეფექტური.

სასტუმროში ორიგინალური კარადა გვხვდება. სტანდარტული კარის ნაცვლად მას ტექსტილის ფასადი აქვს. ხის თაროებზე შემოდებული კალათები კი ინტერიერს ათბობს, სიმყუდროვეს სძენს მას და მნახველს სოფლის ცხოვრების შეგრძნებებს ჰგვრის.

ყველაზე საინტერესო ნივთი სასტუმროში ჩამოკიდებული პანოა. ის დიზაინერმა თვითონ შეასრულა უშუალოდ ამ ბინის ინტერიერისთვის. გამოყენებულია ჯეფ მაკფედრიჯის მხატვრობა. დიზაინერის თქმით, ეს ნახატი იდეალურად ასახავს წყვილის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას.

დამკვეთების მთავარი სურვილი ასე ჟღერდა: „გვსურს ინტერიერი, რომელიც ქალაგგარე სახლის განცდას მოგვგვრის, ნათელი აქცენტები და ლურჯი საძინებელი“

საძინებლის ფართი სულ 10 კვადრატულია, მაგრამ ლურჯი ფერის წყალობით, ოთახის წახნაგები შერბილებულია, მას სიღრმეს აძლევს და ის გაცილებით დიდი ჩანს. საძინებლის მთავარი აქცენტი და ბუნებაში ცხოვრებით მინიჭებული სიხარულის ერთგვარი მეტაფორა ელენე კალისტოვას ნახატია.

და ბოლოს, ყველაზე თეთრი ოთახი – აბაზანა. ძირითადი ფონის სახით გამოყენებულია ფილა და დამატებითი შტრიხის სახით შავი ფერის მფრინავი ჩიტები.

დიზაინერი: Marina Platonova

ფოტო: Sergy Viazmikin

ანტონიო ჩიტერიო – „დიზაინის ჯენტლმენი“

სივრცის ფრანგული სტილით მოწყობის 5 საიდუმლო ინტერიერის დიზაინერებისგან