in

დუპლექსის რეკონსტრუქცია პრაღაში – esté architekti-ს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ამ სახლის პირველი რეკონსტრუქცია რამდენიმე წლის წინ, 1930-იანი წლების მიწურულს აშენებული მაღალსართულიანი შენობის ნაწილის შესყიდვასთან ერთად, დამკვეთებთან და Majaq-ის არქიტექტორებთან თანამშრომლობით განხორციელდა. ამ დროიდან მოდის ბუხრის ცენტრალური კედლის გარშემო ბინის ქვედა ნაწილის ღია განლაგების პრინციპი. სართულები ნაწილობრივ შუშის მოაჯირის მქონე სწორი ფოლადის კიბით იყო დაკავშირებული.

„ჩვენი დიდი ხნის მეგობრების გამორჩეული ხასიათი და ტემპერამენტი ასახავს არა მხოლოდ ფერწერასა და ინსტალაციას, რომლებიც თანდათან ავსებდა მათ საცხოვრებელ გარემოს, არამედ ინტერიერის მორგებისა და ცვლილებების არჩეულ კონფეფციას. ჩვენ სივრცეს ახალი მასალა და ფერები შევმატეთ“ esté architekti.

სამზარეულო განახლებულია და მასში არ იქმნება უსარგებლო ნივთების მოშორების საჭიროება. ყველა სხვა არეალი და ელემენტი მაქსიმალურად გამარტივდა, განათდა და ჰარმონიზდა ისე, რომ ღია განლაგების ამაღლებული სივრცე მაინც თვალშისაცემი ყოფილიყო. ნახატების ფერები და ავეჯი სუფთა კედლების ფონზე, მინიმალური დეტალებით დომინირებს. საინტერესოა, რომ შიდა კარების ფრთები ფარული კარის ჩარჩოებთან ერთად მიმდებარე კედლების იდენტურ თეთრ ტონშია წარმოდგენილი.

„მინიმალისტური დიზაინის კომფორტის ზონიდან გასვლა თავად დამკვეთებმა შთაგვაგონეს. ეს მთელი პროცესი, დისტანციური კომუნიკაციის გამო, ადვილი არ იყო, მაგრამ შესაძლებლობისთვის ნამდვილად მადლიერნი ვართ.“ – esté architekti.

 

არქიტექტურული სტუდია: esté architekti

ფოტოსტუდია: Studio Flusser

რა ღირს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება საქართველოში?

როგორ შევქმნათ სკანდინავიური სტილის სამზარეულო? – 5 მარტივი რეკომენდაცია