in

ედოარდო ტრესოლდის Etherea

Etherea არის იტალიელი სკულპტორის ედოარდო ტრესოლდის ინსტალაცია, რომელიც 2018 წლის ქოაჩელას ფესტივალისთვის შექმნა. ტრესოლდი ცნობილია მეტალის მავთულის ბადით შექმნილი გამჭვირვალე აბსტრაქტული ინსტალაციებით, მისი კვლევები ეფუძნება ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს. 2016 წელს არტისტი სიპონტოს პალეოქტისტიანული ბაზილიკის რესტავრაციის ავტორი იყო, ამ პროექტში მას იტალიური არქიტექტურის ოქროს მედალიც გადასცეს.  Etherea არის მილანში მცხოვრები არტისტის ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი, რომელიც სამი სკულპტურისგან შედგება. ადამიანებს ფესტივალზე შეეძლოთ ბაროკოს სტილის ნაგებობაში შესვლა და მათ დამაკავშირებელ დერეფანში გასეირნება, როგორც ამბობენ, შიგნიდან მისი აღქმა საერთოდ განსხვავებული გამოცდილებაა.

Coachella Valley Music and Arts Festival 2018
Coachella Valley Music and Arts Festival 2018
Coachella Valley Music and Arts Festival 2018
Coachella Valley Music and Arts Festival 2018
Coachella Valley Music and Arts Festival 2018

სამი ნაწილისგან შემდგარი გამჭვირვალე სკულპტურის ინსპირაცია ნეოკლასიცისტური არქიტექტურაა და მათი სიმაღლეები 36, 54 და 72 ფუტია. ნაგებობიდან ძალიან საინტერესოდ ჩანს ცა და ღრუბლები, რაც მისი დიზაინის კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

“ცა იმდენად დიდია, რამდენადაც ის ადგილი საიდანაც მას ვხედავთ” – კრისტიან ნორბერგ-შულცი.

© Roberto Conte
© Roberto Conte
© Roberto Conte
© Roberto Conte

ინსტალაცია 2020 წლის ოქტომბერში რომში,  ვილა ბორგეზში მდებარე პარკ დეი დინში დადგეს, გამოფენის Back To Nature-ს ფარგლებში, სადაც სკულპტურა 13 დეკემრამდე დარჩება. ამ ტერიტორიისთვის ინსტალაცია ოდნავ შეცვალეს. გამოფენაში ბევრი სხვა ცნობილი სკულპტორი და არტისტო მონაწილეობს, როგორებიც არიან მარიო მერცი, ნიკო ვასკელარი, დავიდ რივალტა და სხვა. Back to Nature-ს ფესტივალი თავდაპირველად 22 აპრილს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გლობალური პანდემიის გამო გადაიდო ოქტომრამდე.

გამოფენაზე ნამუშევრები ჰარმონიაში არიან ძველ პარკთან, ეს ინსტალაციები ასახავს მომავალს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადამიანის ჩარევა ბუნებასა და დარჩენილ ლანდშაფტში.

© Roberto Conte
© Roberto Conte

რა უნდა ვიცოდეთ ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ

როგორ ავირჩიოთ საღებავი ოთახებისთვის