in

ეთერზეთები სახლისთვის როგორც ანტისტრესი პანდემიის პირობებში

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიტუცია, რომელშიც მსოფლიოს მოსახლეობა აღმოჩნდა, არავისთვისაა მარტივი. გაიზარდა ადამიანების შფოთვის დონე. თუმცა, არსებობს პატარა დეტალი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სახლში სტრესისგან გათავისუფლება  და ამაღლებული განწყობის შექმნა. 

ეს არის არომატული სანთლები და ეთერზეთების დიფუზორები. მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ სახლში დამამშვიდებელი გარემო შექმნათ. არაერთი კვლევის საფუძველზე დადასტურდა, რომ ეთერზეთებს შეუძლია უარყოფითი ენერგიების განეიტრალება და ადამიანებში სიმშვიდის შენარჩუნება. 

სხვადასხვა სუნი განსხვავებულ ემოციურ ეფექტს ახდენს. მაგალითად, ვარდის არომატი დამამშვიდებელი თვისებებით გამოირჩევა. ლიმონის არომატი აუმჯობესებს განწყობას და გვეხმარება “ფხიზლად” ყოფნაში. 

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სურნელი შესაფერისად შეირჩეს. თუმცა არსებობს ზოგადი რეკომენდაციებიც. მაგალითად, საძინებელი ოთახისთვის ყველაზე ხშირად ლავანდას ეთერზეთს იყენებენ, რადგან მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ასევე ამ შემთხვევაში გამოიყენებენ გვირილის სხვადასხვა ნარევებს. 

როზმარინის არომატი ხელს უწყობს ყურადღების გამახვილებას და გონების “გასუფთავებას”. შესაბამისად, იმ სივრცეში, სადაც გიწევთ იმუშაოთ, როზმარინის, ფორთოხლისა და გრეიფრუტის  არომატის მქონე ზეთზე შეაჩეროთ არჩევანი.  

სამზარეულოსა და აბაზანის სივრცეებს, რა თქმა უნდა, სისუფთავის არომატი უხდება. სპეციალისტები ამ შემთხვევაში მიმოზისა და ლიმონის სურნელებს გვირჩევენ. მათ მართლაც სისუფთავის სურლენი აქვთ. 

ეთერზეთების დიფუზორები პრაქტიკული, მცირე ზომის დანადგარია, რომელიც ეთერზეთებს მცირე მოლეკულებად აქცევს და ავრცელებს ჰაერში სასიამოვნო და დამამშვიდებელი ეფექტის მისაღწევად. მათ საერთოდ არ აქვთ ხმა და ეთერზეთის გამოფრქვევა ზუსტად იმ კონცენტრაციით ხდება ჰაერში, რაც არ იქნება საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

ეთერზეთის დიფუზორები ეკო მეგობრულია, ვინაიდან მათ არ სჭირდებათ ელექტრო ენერგია. სახლში მათი დახმარებით არომატი მუდმივად იგრძნობა და რაც მთავარია, ეს მეთოდი ძალიან ბიუჯეტურია, ვინაიდან შეძენილი ზეთები ძალიან დიდ ხანს გეყოფათ. 

გამომდინარე იქიდან, რომ ეთერზეთები სწორი დოზირებით უნდა მოვიხმაროთ, დიფუზორები იდეალური გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა ზუსტად იცის თუ რამდენი წვეთი უნდა ჩაასხას აპარატში და შემდეგ ის თავად აავსებს ოთახს სურნელით. 

ეთერზეთის დიფუზორების შეძენა მარტივადაა შესაძლებელი ამაზონის ვებ გვერდიდან, სადაც ამ მხრივ მრავალფეროვანი არჩევანია ნებისმიერი გემოვნებისთვის. დიფუზორების ფასი 20 დოლარიდან იწყება. 

  

IKEA-მ გეიმინგისთვის ASUS-თან ერთად ავეჯის კოლექცია შექმნა

Ceramic Room-ის ხელწერა ქალაქში – უნიკალური კიბე რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის