ეკლექტიზმი ყოველთვის რაღაც ფერადის, მიმზიდველისა და ნათლის სინონიმი არ არის. ზოგჯერ ორი, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი სტილის შერევა აბსოლუტურად საოცარ შედეგებს იძლევა. საკმარისია გავიხსენოთ ბოლო წლებში მოდური სტილი “Japandi”— სკანდინავიური პრაქტიკულობისა და იაპონური მინიმალიზმის ჰარმონიული გაერთიანება.
კიდევ ერთი მაგალითია სკანდინავიური ბოჰოს მზარდი პოპულარობა და, მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა — „ეთნონორდიკი“ (ეთნიკურ-ჩრდილოური სტილი). იფიქრებდით, რომ თავშეკავებულ სკანდინავიურ დიზაინსა და ბოჰოს შორის რაიმე საერთო შეიძლება ყოფილიყო? როგორც გაირკვა, დიზაინერები აქაც პოულობენ „ოქროს შუალედს“ და შეუთავსებლის შეთავსებას ახერხებენ, შედეგი კი საოცარია!
სკანდინავიურ სტილს, როგორც ვიცით, ახასიათებს თეთრი ფერი, ნატურალური ხე, მინიმალური დეკორი, დიზაინის სიმარტივე — ბევრი მას ზედმეტად მოსაწყენად, თავშეკავებულად და არაემოციურადაც კი მიიჩნევს. ბოჰო შიკი, პირიქით, ენერგიის, ფერების, ნათელი პრინტების მძვინვარება, ემოციების ჰიმნი და შემოქმედებითი ქაოსია. მაგრამ თუ ცოტა დეკორატიულობას და კრეატიულობას ისესხებთ ბოჰოსგან და Scandi-ს ლაკონიურობას, სიმკაცრეს და პრაქტიკულობას დაუმატებთ, ძალიან ნათელ კოქტეილს მიიღებთ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ნათელი ტექსტილი ეთნიკური პრინტით, ხელნაკეთი დეკორი, როგორიცაა მაკრამე კედელზე ან პირსახოცი მაგიდაზე, ყველა სახის და ფერის ნაქსოვი ნივთები ეგზოტიკური ლარნაკები და სუვენირები მოგზაურობიდან.
მთავარია ზომიერება შეინარჩუნოთ, რადგან სწორედ ეს არის სკანდინავიური სტილის საფუძველი, რომელზეც მთელი ინტერიერია აგებული.