საერთაშორისოდ აღიარებული სამშენებლო მოთხოვნები სტანდარტების ევროპული კომიტეტის მიერ არის შემუშავებული და მიზნად ისახავს შენობის სიმტკიცის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თანამედროვე სამშენებლო სფეროში ევროპული მიდგომების გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს არის მთავარი გარანტი შენობის მდგრადობის, ხარისხისა და ენერგოეფექტურობის. შესაბამისად, ბინის შერჩევისას აუცილებელია კომპლექსის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და ამ მახასიათებლის გათვალისწინება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ მთავარ უპირატესობებზე, რომლებსაც ევროპული სტანდარტით ნაგები საცხოვრებელი კომპლექსები გვთავაზობს.
ხარისხის უზრუნველყოფა — ევროპული სტანდარტით ნაგები საცხოვრებელი კომპლექსები სამშენებლო მასალებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მაღალ ხარისხსა და მედეგობას აკმაყოფილებს, რაც მის გრძელვადიან გამოყენებას და სიმტკიცეს უზრუნველყოფს. ამიტომ საცხოვრებელი კომპლექსის შერჩევისას მნიშვნელოვანია, გადაამოწმოთ რამდენად აკმაყოფილებს შენობა საერთაშორისოდ აღიარებულ თანამედროვე მოთხოვნებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში თქვენს სიმშვიდესა და კომფორტს საფრთხე არ შეექმნას.
უსაფრთხოების სტანდარტი — ევროპული სტანდარტის დაცვა გულისხმობს უსაფრთხოების მკაცრი რეგულაციების დაკმაყოფილებას, რაც საცხოვრებელ კომპლექსში უბედური შემთხვევებისა და საშიშროების რისკებს ამცირებს. შენობის კონსტრუქციული გამართულობა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების კეთილმოწყობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა თქვენი კეთილდღეობის გარანტია.
ენერგოეფექტურობა — ევროპული სტანდარტით ნაგები საცხოვრებელი კომპლექსები მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება, რადგან შენობაში გამოყენებულია ისეთი საიზოლაციო თუ მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც ენერგიის მოხმარებას მაქსიმალურად ამცირებს და მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებს ზოგავს.
ეკოლოგიური სისუფთავე — თანამედროვე ევროპული სტანდარტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებისა და პროდუქტების გამოყენება, რაც მაცხოვრებლებს უსაფრთხო, ჯანსაღ სივრცეს უქმნის და გარემოზე ზემოქმედებას მაქსიმალურად ამცირებს.
კომფორტული საცხოვრებელი გარემო — ევროპული სტანდარტები ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ჰაერის გამწმენდი და საიზოლაციო სისტემებით სივრცის აღჭურვა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაცხოვრებლებზე მორგებული გასართობი, რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეები, რაც თითოეულ მობინადრეს მაქსიმალურად კომფორტულ და მიმზიდველ საცხოვრებელ პირობებს უქმნის.
ქართულ ბაზარზე ევროპული სამშენებლო სტანდარტის სრული დაცვით პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ გამოირჩევა, რომელიც ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტია ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე. საცხოვრებელი კომპლექსი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და ენერგოეფექტური, მდგრადი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით ხასიათდება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობას თანამედროვე, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის და მაცხოვრებლებს კომფორტულ, უსაფრთხო და სასიამოვნო საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს.