სულ რაღაც რამდენიმე დღეში, 20-22 მაისს ExpoGeorgia-ში, უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართება. კვირეული ერთ სივრცეში სამ მასშტაბურ ღონისძიებას გააერთიანებს:
- მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build, რომელსაც ექსპოჯორჯია უკვე 26 წელია უწევს ორგანიზებას.
- საქართველოს უძრავი ქონების გამოფენას, რომელიც მიმდინარე კომერციულ, საცხოვრებელ თუ საოფისე ფართებსა და პროექტებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.
- უძრავი ქონების ფორუმი, რომელმაც გასულ წელს უკვე არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დეველოპერულ კომპანიას შორის წაახალისა პარტნიორული ურთიერთობები.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გამოფენა საინტერესოა როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე საცალო დამთვალიერებლისთვის.
რა დაგხვდებათ ღონისძიებაზე?
ღონისძიება ერთ სივრცეში შეკრებს სექტორის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებს, საკონსულტაციო კომპანიებს და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს როგორც საინტერესო სამშენებლო, თუ დეველოპერული პროექტების, ასევე პოტენციური ბიზნეს პარტნიორების მოძიებაში.
ადგილზე წარმოდგენილი იქნება 24 უმსხვილესი სამშენებლო/დეველოპერული კომპანია, რომლებსაც დამთვალიერებლებისთვის სხვადასხვა სპეციალური შეთავაზება აქვთ მომზადებული.
კვირეულის ფარგლებში, აგრეთვე მოეწყობა უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები, ჩატარდება ტრეინინგები და სხვა დარგობრივი შეხვედრები.
ვინ იქნება დამსწრე აუდიტორია?
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ExpoGeorgia სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ყველას, ვინც დაინტერესებულია ბინისა თუ კომერციული ფართის შესყიდვით.
ღონისძიება ExpoGeorgia-ს, Property Georgia-ს, FIABCI-Georgia-ს, თბილისის მერიისა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) თანაორგანიზებით 20 მაისს დაიწყება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.rew.ge.
[R]