in

8 ადგილი თბილისში, სადაც ეზოს ატრიბუტებს შეიძენთ

ეზოს მოვლა, მის სისუფთავეზე ზრუნვა აუცილებელი და  ბევრისთვის განსაკუთრებული პროცესია. დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ იმ საჭირო ნივთების მოძიებაში, რომლებიც თქვენი ეზოსა და ბაღის კეთილმოწყობისათვის გჭირდებათ. თუ ხელსაწყოები შემოგაკლდათ, ჩვენ გაგაცნობთ 8 მაღაზიას, სადაც შეძლებთ თქვენი ატრიბუტების განახლებასა და ახალი პროდუქციის შეძენას.

1. BRICORAMA

Bricorama – ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტია, რომელსაც 42 წლიანი გამოცდილება აქვს და ქართულ ბაზარზეც აქტიურად მოღვაწეობს. Bricorama არის DIY(do-it-yourself) კონცეფციის სითი ფორმატის ჰიპერმარკეტი, რაც მომხმარებელს უმარტივებს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტრობა, განათება, შპალერი, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ეზოს ავეჯი, ბაღის მოვლის საშუალებები. მისამართი: მარშალ გელოვანის N28.

2. MIHOUSE

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“, ეზოს კეთილმოწყობისათვის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ჰიპერმარკეტში დაგხვდებათ მცენარეთა მოვლისათვის განკუთვნილი პროდუქტები (ყვავილის თესლი, სასუქი და შესაწამლი საშუალებები, მცენარისათვის განკუთვნილი აქსესუარები); სხვადასხვა ბალახის საჭრელი მოდელები (ელექტრო, საწვავზე მომუშავე, მექანიკური); ბაღის იარაღები (ტოტის საჭრელი, კულტივატორი, შესაწამლი აპარატი, ვაზის მაკრატელი, სათესლე ხელსაწყო); ეზოს ინვენტარი (თოხი, ბარი, ფოცხი, ცელი, ნიჩბები, დანები, ქოთნები, სარწყავი); ცულებისა და ხერხების ფართო არჩევანი. მისამართი: ჯუმბერ ლეჟავას N22.

3. გორგია 

ჰიპერმარკეტების ქსელი, გორგია, ერთ-ერთი დიდი სამშენებლო-სარემონტო კომპანია და ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს. ჰიპერმარკეტების ქსელში შემდეგი კატეგორიის პროდუქციაა წარმოდგენილი: სამშენებლო მასალები, სარემონტო მასალები, სანტექნიკა, ელექტრობა, ხელსაწყოები, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, ავეჯი, ბაღისა და ეზოს მოვლის ხელსაწყოები. მაღაზია მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ: ბარის, ფოცხის, ხერხის, თოხის, ნიჩბის, მაკრატლის თქვენთვის სასურველ მოდელებზე. მისამართი: წერეთლის N140, საბურთალოს „სითი მოლი“, გლდანის „სითი მოლი“.

4. დომინო 

ჰიპერმარკეტ, დომინოში, დიდი არჩევანი დაგხვდებათ მშენებლობისთვის, რემონტისა და მებაღეობისათვის განკუთვნილ პროდუქციაზე. ჰიპერმარკეტი 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას გთავაზობთ. კომპანიის მთავარი ორიენტირია: მშენებლობა, რემონტი, ექსტერიერისა და ინტერიერის, მებაღეობისა და ლანდშაფტის დიზაინისთვის განკუთვნილი პროდუქტი. შეგიძლიათ შეარჩიოთ განსხვავებული კატეგორიის ინვენტარი: ბაღის ავეჯი, ინსტრუმენტები, მცენარეების მოვლისათვის განკუთვნილი პროდუქტი, ქოთნები, ნერგები. დაინტერესების შემთხვევაში, დომინოს ფილიალებს ესტუმრებით შემდეგ მისამართებზე: თვალჭრელიძის N2, ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი და დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი N25.

5. ნოვა 

კომპანია ნოვა, 2006 წელს გამოჩნდა ბაზარზე. თავდაპირველად ის მხოლოდ სამშენებლო მასალების იმპორტისა და რეალიზაციით იყო დაკავებული, 2011 წლიდან კი, ნოვამ საკუთარი საწარმო ხაზი შექმნა და 300-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს, რომლის მოდერნიზაცია და გაფართოებაც დღემდე გრძელდება. მაღაზიაში მისულ მომხმარებელს სამშენებლო – სარემონტო პროდუქტთან ერთად, ბაღის, ეზოს, კემპინგისათვის განკუთვნილი დიდი არჩევანი დახვდება, როგორებიცაა: აუზები და მისთვის განკუთვნილი აქსესუარები; ვენახის ინვენტარი, ბაღის ავეჯი (საქანელა, მაგიდა, გასაშლელი საწოლი…); ბაღის ხელსაწყოები (ცული, ბუჩქის საჭრელი მაკრატელი, ტოტების საჭრელი მაკრატელი, სეკატორი, ბარი, სამყნობი, ცული და მრავალი სხვა). მისამართი: რ. აგლაძის N45.

6. Kärcher Home & Garden 

კომპანიაში, Kärcher Home & Garden, წარმოდგენილია გერმანული საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური გამოყენების დასუფთავების აპარატები. კერხერ-საქართველო არის Alfred Kärcher GmbH & Co. KG-ს ოფიციალური წარმომადგენელი, რომლის ოფისებიც მდებარეობს: თბილისსა და ბათუმში. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური დანადგარები, მათი აქსესუარები, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროდუქტის გამოყენების წესებთან დაკავშირებით. აქ ნახავთ მრავალფეროვან პროდუქციას – ბაღის ტექნიკის, ეზოს აქსესუარების, დრენაჟული წყლის სატუმბი აპარატების. მისამართი: ვაჟა-ფშაველას N4, ბელიაშვილის N167.

7. კალო

ონლაინ მაღაზია, კალო, ქართველ ფერმერებსა და მეწარმეებს დიდ და მრავალფეროვან  არჩევანს სთავაზობს. ვებგვერდზე, ონლაინ მაღაზიასთან ერთად, შეგიძლიათ ისარგებლოთ აგრო და ვეტ კონსულტაციით. ასევე, შეარჩიოთ ეზოსა და ბაღის კეთილმოწყობისთვის საჭირო პროდუქტი: კაკლისა და ხილის ამკრეფი, ბუჩქის მაკრატელი, სასხლავი მაკრატელი, სამყნობი დანა, ბაღის ხერხი, ნაჯახი, ბალახის სათიბი, მიწის საბურღი.

8. INGCO

ონლაინ მაღაზია, INGCO -ს, მიზანია პროფესიონალური ხელსაწყოები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს. კომპანიამ, ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტების, ელექტრო ხელსაწყოებისა და სამშენებლო ინსტრუმენტების წარმოება 2006 წლიდან დაიწყო, დღეს კი INGCO-ს 1200-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. კომპანია ცდილობს პროდუქციის ხარისხთან ერთად, მისი ენერგო ეფექტურობა, შრომითი გამოყენების ინტენსივობა და საექსპლუატაციო საიმედოობაც უზრუნველყოს. ვებგვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სხვადასხვა ტიპის ბუჩქის მაკრატელი, ნიჩაბი, ფოცხი, ფიწალი, ხერხი და ბარი.

სახლი, რომელიც ას წელზე მეტია, რაც ჩეხეთის მთებს ამშვენებს

კარლო სკარპა — იტალიელი არქიტექტორი ლიცენზიის გარეშე