in

მოაწყვე ვერანდა და ეზო 600 ლარად – შექმენი შენი სივრცე ველიზე

ველი პროდუქტის განთავსებისას ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესს, რის გამოც ნივთების ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და კომპლექტდება ხარისხიანი პროდუქტებით. აქ სხვა ნივთებთან ერთად, ასევე, მარტივად იპოვი პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარება ვერანდისა და ეზოს მოწყობაში.

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ღია დასასვენებელი სივრცეების განახლება, რათა წელიწადის ცხელ სეზონზე შეძლო აგარაკზე თუ სახლის აივანზე მწვანე დასასვენებელ ზონებში დროის სასიამოვნოდ გატარება. ველის ციფრულ თაროებზე ამ მიზნისთვის შეგიძლია იპოვო ყველა ნივთი, ეს იქნება ეზოს ავეჯი, გრილი და ბარბიქიუ, ბატუტი თუ აუზი და აუზის აქსესუარები.

აღმოაჩინე ნივთები, რომლებიც სახლში თუ აგარაკზე გამოგადგება.

მზის ქოლგა აუზზე გართობისთვის 

ველის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი In The Mood ტექსტილის კომპანიაა, რომელიც ფერების, ტექსტურებისა და მასალების ფართო სპექტრით გამოირჩევა. კოლექცია სახლისა თუ  ბაღის ბალიშებს, პლედებსა და მაგიდის გადასაფარებლებს მოიცავს. In The Mood-ის კოლექციაში არის ყველაფერი, რაც გჭირდება იმისათვის, რომ შენს სახლს და ბაღს კომფორტული იერსახე მისცე.

ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნივთი იქნება მზის ქოლგა, რომელიც იდეალურად დაგიცავს მზისგან. ქოლგა დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიესტერის ქსოვილისგან. ქსოვილს აქვს UPF მნიშვნელობა 30+ და შეუძლია დაბლოკოს UVA და UVB გამოსხივების 96.7%. იდეალურია ეზოსთვის აივნისა და ტერასისთვის.

ერთადგილიანი ჰამაკი-სკამი 

აგარაკზე თუ აივანზე, ჰამაკი-სკამი შენი სიმყუდროვის და კომფორტის განუყოფელი ნაწილი გახდება. ჰამაკი დამზადებულია მხოლოდ ნატურალური მასალისგან – ხისა და ტილოსგან.

ტილოს ეს ჭრელი, ულამაზესი ჰამაკ-სკამი შეგიძლია შენთვის სასურველ ადგილას ჩამოკიდო და მყუდროდ მოეწყო ფილმების საყურებლად თუ მეგობრებთან ხანგრძლივი საუბრებისთვის.

საპიკნიკე პლედი

მინდორზე დროის მშვიდად გასატარებლად შეუცვლელი იქნება Koopman-ის პლედი, რომელიც რბილი პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული და გაფორმებულია ვარსკვლავების პრინტით.

ის არის ფუმფულა, მსუბუქი და სასიამოვნოა შეხებისას. შეგიძლია გამოიყენო, როგორც პლედად, ასევე საპიკნიკე ხალიჩად.

სავარძელი შეზლონგი 

კომპანია Olsa მუდმივად ზრუნავს საკემპინგო ავეჯის ასორტიმენტის გაფართოებაზე, რისთვისაც ყოველწლიურად ახალი პროდუქტები ინერგება. იმისთვის რომ აუზთან დაისვენო და მზეზე გაირუჯო, რბილი და მოსახერხებელი შეზლონგი იქნება საუკეთესო. Olsa, სავარძელი შეზლონგი, ყვავილების პრინტით, შენი სრული კომფორტისთვისა და დასვენებისთვის.

ეზოს ნათურა

კიდევ ერთი შესანიშნავი ნივთი Koopman-გან, ეს ეზოს ნათურა იქნება. Koopman-ის მზის ჩირაღდანი აღჭურვილია შესაბამისი გრუნტით და დეკორატიულ, თბილ განათებას უზრუნველყოფს გარეთ.

მზის ჩირაღდანი ადვილად შეიძლება განთავსდეს ბაღის ნებისმიერ ადგილას. ზედაპირზე განთავსებული თანამედროვე მზის პანელის მეშვეობით ის იტენება დღის განმავლობაში. დამუხტვის შემდეგ ნათურის გამოყენება შესაძლებელია 8 საათის მანძილზე. IP44 დონის დაცვა პროდუქტს წყლის წვეთების მიმართ გამძლეს ხდის.

შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში სახლისა და ეზოს განახლებისთვის და მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.

[R]

სარკის დამზადება შეკვეთით – 5 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ამ მომსახურებას გაგიწევენ

ინდივიდუალიზმის ძიება დიზაინში — ინტერვიუ ნინი ელისაშვილთან