Fala Atelier 2013 წელს დაარსებული არქიტექტურული კომპანიაა რომელი დღეს უკვე 5 არქიტექტორისგან შედგება. ხშირად ვხვდებით მათ ნამუშევრებს ვენეციისა თუ ჩიკაგოს არქიტექტურულ ბიენალეებზე. როგორც თვითონ უწოდებენ თავიანთ თავს – გულუბრყვილო არქიტექტურული ოფისია რომელიც ყველა ზომის და მასშტაბის პროექტს ერთნაირი ყურადღებით უდგება და ყოველთვის ცდილობს შექმნას რაიმე განსხვავებული და საინტერესო.
მათი ინტერიერი დიზაინის პროექტი, რომელიც 2019 წელს დამთავრდა ერთგვარი მიქსია არსებული და შემატებული დეტალების. მათი დაკვეთა იყო 190 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის მთლიანად რეკონსტრუცია, რომელიც ძველი მოდერნისტული საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს.
დიზაინერებმა ფერისა და ფორმის მრავალი მანიპულაცია გამოიყენეს საინტერესო დიზაინის შესაქმნელად, მაგრამ ყველაზე დამახასიათებელი ალბათ სწორედ მწვანე იატაკია, პროეტსაც ასე დაარქვეს – სახლი მწვანე იატაკზე. იატაკის მოწყობისთვის გამოყენებულია რეზინისებრი მასალა ეპოქსიდი, რომელიც როგორც ინტერიერში, ისე ტერასაზეც გამოიყენება.
“იდეა იყო, რომ რაღაც დეტალით ბინის ინტერიერი გაგვეერთიანებინა, კლიენტთან დიდი ბჭობის შედეგად , გადავწყვიტეთ ეს განსხვავებული ფერის იატაკი ყოფილიყო” – ამბობენ დიზაინერები.
ბინაში საკმაოდ ცოტა ტიხარია გამოყენებული მაქსიმალურად გაშლილი სივრცის მისაღებად. სასტუმრო ოთახი და სამზარეულო მდებარეობს ტერასის მხარეს, ხოლო საძინებლები უკან. არქიტექტორებმა ასევე რამდენიმე შტრიხი შეიტანეს ტერასაზე გამოსასვლელ ფასადზე, სადაც გამოიყენეს შავ-თეთრი მარმარილოს პანელები.
სამზარეულოს ფერიც იატაკის ტონალობაშია, ხოლო მისი ზედაპირი დაახლოებით ისეთი თეთრი მარმარილოსია, როგორიც ტერასის ფასადზე. სახლში ყველა ხის კარი იდენტურია ჩარჩოს და ყველანაირი დეკორის გარეშე.
წყარო: Dezeen