in

არქიტექტურა პორტუგალიური ხასიათით – FCC Arquitectura-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

პორტუგალიაში მდებარე ეს კომპლექსი XVIII საუკუნით არის დათარიღებული და ის განთავსებულია ტყისა და ფერმის ტერიტორიაზე. შენობა მოიცავს მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, საძინებლებს და კიდევ რამდენიმე ოთახს. დღეს მას სასტუმროს დანიშნულება აქვს და მისი საერთო ფართობი 4550 კვადრატული მეტრია.

სახლს ესაზღვრება სანაპირო, სადაც დამსვენებლებს შეუძლიათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღონ, შეისწავლონ პორტუგალიის ფლორა და ფაუნა და მემკვიდრეობა, რომელიც რეგიონის ხასიათს აერთიანებს.

შენობა მისი მეპატრონის გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით არის დაპროექტებული. მას სურდა სტუმრებისთვის ღონისძიებების მოწყობა, ღვინის კოლექციების შეგროვება და ბუნებასთან კავშირი. სახლის მთავარი იდეა ისაა, რომ ექსტერიერისა და ადგილმდებარეობის ხარჯზე, იდეალურად გამოხატავს პორტუგალიის ხასიათსა და ტრადიციებს.

ინტერიერი სადა ფერებშია გადაწყვეტილი. სასტუმროს შიდა სივრცე აერთიანებს რესტორანს, სპას და აუზს. კომპლექსს აქვს საკუთარი საპარკინგე ზონა და ბაღი, სადაც მოჰყავთ სხვადასხვა ორგანული პროდუქტი და რესტორანში კერძების მოსამზადებლად სწორედ ამ პროდუქტებს იყენებენ.

სასტუმროს უკანა ნაწილში გვხვდება პატარა სივრცე, საიდანაც მოჩანს პორტუგალიის მთები. შენობის ამ ნაწილში ყველაზე კარგად იგრძნობა ყველა ის დეტალი, რომლის წინ წამოწევაც მეპატრონის თავდაპირველი სურვილი იყო.

მთლიანი კომპლექსი 7,3 ჰექტარზეა გაშენებული და უკვე გამოიწვია ტურისტების, პორტუგალიელებისა და ადგილობრივი მთავრობის ინტერესი.

არქიტექტურული სტუდია: FCC Arquitectura

ფოტოები: Fernando Guerra

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი – როგორ გავაკეთო არჩევანი?

როგორ შევქმნათ საინტერესო დიზაინი მცირე ზომის ავეჯისა და დეკორის საშუალებით – 6 რჩევა Homeis.ge-გან