in

FE House — ტრადიციული ბრაზილიური დიზაინისა და თანამედროვეობის შესანიშნავი სინთეზი

Alliance Group
Alliance Group

FE House რიბეირაო პრეტოში, სან პაულოში მდებარეობს. პროექტის იდეა ერთდროულად სახლისა და თავშესაფრის შექმნა იყო. პირველ სართულზე ერთმანეთთან ინტეგრირებულია სოციალური და დასასვენებელი ზონები. სამზარეულო და სამრეცხაო კი ამ სივრცისგან განცალკევებულია.

ვერტიკალური ბეტონის ელემენტები ბლოკავს ქუჩის ხედს და, ამავდროულად, ავტოფარეხის სახურავისთვის საყრდენს წარმოადგენს. შენობის ექსტერიერსა და ინტერიერში ერთი და იგივე მასალები გამოიყენება, რაც ვიზუალურ უწყვეტობას ქმნის.

სახლიდან შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ გამწვანებას, რომელიც თითქოს შენობაში აღწევს, თითოეულ სივრცეში განმარტოებისა და ბუნებასთან სიახლოვის განცდას ქმნის.

სოციალურ სივრცეებში გადაწყდა ზონების ინტეგრირება — ტელევიზორის ოთახი გამოყოფილია მბრუნავი freijo-ს ხის კარების საშუალებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაიხუროს. ეს სივრცეები ასევე წარმოადგენს ტერასის ნაწილს, რომელიც 19 მეტრის სიგრძის ალუმინის ჩარჩოთია გამოყოფილი.

ინტეგრაციის ამ განცდის გასაძლიერებლად, იატაკის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ადგილობრივი ტრავერტინი, რომელიც სახლის ინტერიერიდან აუზამდე, კიბეებზე და მთელ გასახდელში გვხვდება.

ინტერიერის დიზაინისთვის შეირჩა თანამედროვე ნიმუშები ბრაზილიური დიზაინის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისა, როგორებიც არიან ზანინ კალდასი და კლაუდია მორეირა სალესი. სახლში ასევე გამოყენებულია მოდერნისტული ეპოქის მნიშვნელოვანი არქიტექტორების — ვარჩავჩიკისა და ოსკარ ნიმეიერის ავეჯი.

საბოლოო ჯამში, პროექტი იქცა ტრადიციული ბრაზილიური დიზაინისა და თანამედროვე არქიტექტურის კლასიკური ელემენტების სინთეზად, რომელიც უნიკალურ ატმოსფეროს აყალიბებს.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

“ზეზეწარი” – თბილისში პრემიუმ ხაზის ქართული თეთრეულის მაღაზია გაიხსნა

აივნის შემინვა როგორც ბინის დათბობის მთავარი პრინციპი