მიუხედავად იმისა, სამზარეულოს სრული გადაკეთებისთვის ეძებთ ინსპირაციას, თუ უბრალოდ ამ სივრცის ინტერიერის გალამაზება გსურთ, ორფერიანი სამზარეულოს კარადების შექმნა მარტივი, მაგრამ ეფექტური გზაა მოდური დიზაინის შესაქმნელად.
ორ ტონში გადაწყვეტილი სამზარეულოს კარადები არის ტენდენცია, რომელიც დღესდღეობით სულ უფრო ხშირად გვხვდება. ინტერიერის დიზაინერები კი არა მხოლოდ ორი ფერის კომბინაციას გვთავაზობენ, არამედ სხვადასხვა მასალასაც აერთიანებენ, რათა უნიკალური სამზარეულო შექმნან.
ასეთი დიზაინის შესაქმნელად ყველაზე გავრცელებული გზა ქვედა კარადებისთვის მუქი, ხოლო ზედა კარადებისთვის ღია ფერის გამოყენებაა. თუმცა, აუცილებელი არ არის, რომ კლასიკური, ორ ტონში გადაწყვეტილი დიზაინი აირჩიოთ. დღეს ხშირად შეხვდებით სამზარეულოს ზედა კარადების გარეშე, ასე რომ, შეგიძლიათ, კარადებისა და კუნძულის ფერების კომბინაციაზე ორიენტირდეთ.
დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ბევრ შთამაგონებელ და ელეგანტურ იდეას, რომელიც ფერადი სამზარეულოს შექმნაში დაგეხმარებათ. მიუხედავად თქვენი ინტერიერის სტილისა, სწორი ფერების გამოყენებით შეგიძლიათ მისთვის შესაფერისი, ლამაზი, ფერადი სამზარეულო შექმნათ.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი