in

Ferring Pharmaceuticals – Foster + Partners-ის პროექტი დანიაში

Alliance Group
Alliance Group

Ferring Pharmaceuticals-ის სახელით ცნობილი შენობა დანიაში 2022 წელს აშენდა და პროექტზე არქიტექტურულმა სტუდია Foster + Partners-მა იმუშავა. ის კოპენჰაგენის აეროპორტის ჩრდილოეთით, სანაპირო ხაზზე მდებარეობს და გთავაზობთ შესანიშნავ ხედებს. შენობა დგას დიდი ზომის ცოკოლზე, რომელიც მოქმედებს როგორც “თავდაცვის პირველი ხაზი” პოტენციური წყალდიდობის შემთხვევაში.

დიზაინი აერთიანებს ქუჩის ხმაურსა და ბუნების სასიამოვნო შეგრძნებას. მსუბუქი შუშის შენობას აქვს ძალიან ჰაეროვანი და მიმზიდველი აგებულება, თუმცა საყრდენი ნაწილი საპირისპიროდ, ძალიან მძიმედ გამოიყურება. სახურავი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული სივრცე იყოს დაჩრდილული ცხელი ამინდების პირობებში.

სამკუთხა არქიტექტურულ ფორმას განაპირობებს ადგილმდებარეობა, რომელიც ყველა მხრიდან წყლით არის გარშემორტყმული. შენობის შუაგულში შეხვდებით რესტორანს, დასასვენებელ ადგილს, საკონფერენციო დარბაზებსა და სივრცეს სოციალური ღონისძიებებისათვის. სართულებს შორის გადაადგილება შესაძლებელია ფუნქციური კიბეების ან შუშის ლიფტების დახმარებით.

ოფისები წყნარი, ინდივიდუალური სამუშაოებისთვის განთავსებულია შენობის კიდეებში, რათა ჰქონდეთ კარგი ხედი და ბუნებრივი განათება, ხოლო შეხვედრის ადგილები და მსგავსი ზონები შედარებით ცენტრისკენ არის გათვალისწინებული.

ფასადი გამოირჩევა ჰორიზონტალური აქცენტებით და კარგად ერგება გარშემო არსებულ ლანდშაფტსა და სხვა შენობებს. ატრიუმის სახურავის გეომეტრია ჰგავს ბადისებრ გუმბათს, არის ძალიან თხელი და გააჩნია მსუბუქი სტრუქტურა. ამის ხარჯზე დღის სინათლე მშვიდად მიედინება შიდა სივრცეებში და ქმნის ამაღელვებელ, შუქით სავსე სამუშაო ზონებს.

არქიტექტურული პროქტი: Foster + Partners

ფოტოები: Nigel Young

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

Atmosphera – ბრენდი, რომელიც ტრენდულ და ხელმისაწვდომ ნივთებს ქმნის შენი სახლისთვის

სარკის დამზადება შეკვეთით – 5 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ამ მომსახურებას გაგიწევენ