კერამიკული ფილები თანამედროვე დიზაინში უნიკალურ პროდუქტად ითვლება, რადგან ის კედლისა თუ იატაკის მოსაპირკეთებლად გამოიყენება ინტერიერსა და ექსტერიერში, სივრცეს კი განსაკუთრებულ ხიბლსა და მიმზიდველობას სძენს. კერამიკული ფილების წარმოებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს საერთაშორისოდ აღიარებული ორი იტალიური ბრენდი — „Flaviker” და „Ariana” იკავებს, რომლებიც ცნობილი იტალიური კომპანიის „ABK“-ს ჯგუფში ერთიანდება.
„Flaviker”-ი, რომელმაც თავი მაღალი ხარისხით, ეკოლოგიურობით, ინოვაციურობითა და მუდმივად განახლებადი სტილით დაიმკვიდრა, იტალიაში 1960-იან წლებში დაარსდა. კომპანიამ საქმიანობა მცირე საოჯახო ბიზნესით დაიწყო, თუმცა შემდეგ გაიზარდა და საერთაშორისო ბრენდად ჩამოყალიბდა. „Flaviker”-ი ორიენტირებულია მინიმალისტურ დიზაინზე, თანამედროვე ტენდენციებსა და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ხაზია „Art Walls” – შპალერის ეფექტის მქონე დიდი ზომის კერამიკული ფილების კოლექცია, რომლებიც ნებისმიერ ფუნქციურ ზონაში გამოიყენება და ბუნებრივი დეტალებით, ცოცხალი, ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა.
„Ariana” გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი იტალიური კერამიკული ფილების ინდუსტრიაში, რომელმაც სახელი უმაღლესი ხარისხის მასალებით, განსხვავებული სტილითა და ინდივიდუალურობით დაიმკვიდრა. მისი კედლისა და იატაკის კერამიკული ფილები განკუთვნილია როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მოპირკეთებისთვის. ბრენდი გამორჩეულია ინდივიდუალური ხედვით და ბუნებრივი, ზედაპირთან მაქსიმალურად მიახლოებული მარმარილოს, ხის, ბეტონის, ტყავის ფაქტურის ფილებით, რომლებიც განსხვავებულ ფერში, ზომასა თუ დიზაინშია წარმოდგენილი. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ინოვაციური მიდგომების გამოყენება, რათა მომხმარებლებს მრავალფუნქციური, მათზე მორგებული პროდუქცია შესთავაზოს.
ორივე იტალიური ბრენდი თავისი უნიკალური მახასიათებლებითა და ბუნებრივი ფაქტურების მქონე განსხვავებული დიზაინის კერამიკული ფილებით ფართოდ აღიარებულია და გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ობიექტებში. დღეს სწორედ მათ ყველაზე მოთხოვნად ხაზზე — შპალერის ეფექტის, ბეტონის და ხის ფაქტურის კერამიკულ ფილებზე გავამახვილებთ ყურადღებას და მათ უპირატესობებს დიზაინერ სალომე ჩახუნაშვილთან ერთად განვიხილავთ.
დიზაინერი გვიხსნის, რომ ფილების შერჩევისას მნიშვნელოვანია ბუნებრიობის შენარჩუნება, რათა ნახატი, ფერი თუ ფაქტურა მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ნამდვილთან. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ფილის ზედაპირის დამუშავების ხარისხი ბუნებრივი ფაქტურის ვიზუალის მისაღებად.
„ფილების შეძენისას ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარეა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბუნებრივი ეფექტის მქონე ფილებს ვარჩევთ, როგორიცაა ხე, ქვა, ბეტონი თუ სხვა. უმნიშვნელოვანესია, ნახატი, ფერი და ფაქტურა მაქსიმალურად იყოს მიახლოებული ნამდვილთან. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნახატის კონკრეტული საკვანძო დეტალები არ მეორდებოდეს ხშირად, რადგან ბუნებაში არ არსებობს ორი იდენტური ფაქტურა. ასევე, ფილის ზედაპირის დაფარვაც აუცილებლად უნდა იყოს მიახლოებული ბუნებრივ მასალასთან, რათა მომხმარებელს არ შეექმნას უბრალო ე.წ. „პრინტის” ასოციაცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსაპირკეთებელი მასალის ეკომეგობრულობა, რაც პროდუქტის ხარისხსა და სიჯანსაღეს უსვამს ხაზს”, — აღნიშნავს სალომე ჩახუნაშვილი.
შპალერის ფაქტურის ფილა — ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ბუნებრიობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ვიზუალითა და დამუშავების ტექნიკით გამოირჩევა შპალერის ეფექტის მქონე დიდი კერამიკული ფილის ხაზი „Art Walls”, რომელზეც ლანდშაფტის განსხვავებული სურათებია აღბეჭდილი, რაც ინტერიერსა თუ ექსტერიერს ინდივიდუალურ შტრიხებს სძენს და მის ესთეტიკურ სრულყოფილებას უსვამს ხაზს. მრავალფეროვან დიზაინთან ერთად, რომელიც სივრცეში ბუნებასთან კავშირს ამძაფრებს, კერამიკული ფილა მედეგობით, სიმტკიცით გამოირჩევა და დიდი ფორმატის მეშვეობით ბევრად მარტივს ხდის მის მონტაჟსა თუ მოხმარებას.
„ამჟამად ძალიან ტრენდულია დიდი ზომის ფილები სხვადასხვა ნახატით, „პრინტითა” თუ ქსოვილის ფაქტურით. დიდი ფილების უპირატესობა ისაა, რომ გადაბმის ხაზი ფაქტობრივად აღარ გვაქვს, მოპირკეთებული ზედაპირი კი უფრო სრულყოფილი, მოცულობითი და მთლიანია. შესაბამისად, ესთეტიკურად ბევრად დახვეწილია, ვიდრე მცირე ზომის ფილებით დანაწევრებული სიბრტყე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დანიშნულების მქონე სივრცეში იდეალურია დიდი ზომის ფილები”, — ამბობს დიზაინერი.
ბეტონის ფაქტურის ფილა — თანამედროვე ინტერიერში ბეტონის ფაქტურა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური მასალაა, რომელიც სხვადასხვა სივრცის მოსაპირკეთებლად გამოიყენება კედელსა თუ იატაკზე. „Ariana”-ს კოლექციებში შეხვდებით ბეტონის ფაქტურის მქონე კერამიკულ ფილებს, რომლებიც რეალურ ბეტონთან მაქსიმალურად მიახლოებულია და სიმყარით, სიმტკიცით და ვიზუალური სრულყოფილებით ხასიათდება. ამ ხაზის ერთ-ერთი უპირატესობა ფორმებისა და ზომების მრავალფეროვანი არჩევანია, რის გამოც ნებისმიერ სივრცეს ერგება. ამასთანავე, ნამდვილ ბეტონთან შედარებით, კერამიკული ფილა ბევრად პრაქტიკულია, ადვილად იწმინდება და მაღალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება. ამას გარდა, ბეტონის კერამიკული ფილის შეხამება განსხვავებული ფაქტურის მასალებთანაც შეგიძლიათ, რათა ბევრად სახასიათო და საინტერესო შედეგი მიიღოთ.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ბეტონისა და ხის ფაქტურის მქონე ფილები. მათი სწორად შეხამება კი ყოველთვის ძალიან ეფექტური გამოდის, რადგან ცივი და თბილი ტექსტურის კომბინაცია იდეალურ ესთეტიკურ შუალედს და სასიამოვნო გარემოს განაპირობებს”, — აღნიშნავს სალომე ჩახუნაშვილი.
ხის ფაქტურის ფილა — ხის ეფექტის მქონე კერამიკული ფილის მთავარი უპირატესობა მისი ბუნებრიობა, სიჯანსაღე და მიმზიდველი დიზაინია, რომელიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და სივრცეს სიმყუდროვეს, სითბოსა და დახვეწილობას მატებს. იტალიური ბრენდის ხის ფაქტურის მქონე ფილები რეალისტური და მრავალფეროვანი დიზაინისაა. ისინი დეტალების ხაზგასმით, დამუშავების სიზუსტით, პრაქტიკულობითა და დეკორატიული ფუნქციით ხასიათდება, რის გამოც ნებისმიერი სივრცის მოსაპირკეთებლად იდეალური არჩევანია.
დიზაინერ სალომე ჩახუნაშვილის თქმით, ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, „Flaviker”-ისა და „Ariana”-ს პროდუქცია წამყვან ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზარზე და დიზაინერებისა თუ მომხმარებლების რჩეულ ბრენდებად სახელდება.
„სწორედ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებს „Flaviker”-ისა და „Ariana”-ს კერამიკული ფილების უმაღლეს ხარისხს, ეს ყველაფერი კი, ცხადია, ჩემი, როგორც ინტერიერის დიზაინერის, ერთგულებას, აღფრთოვანებას და ნდობას გამოხატავს ამ ბრენდების მიმართ”.
იტალიური ბრენდების „Flaviker”-სა და „Ariana”-ს შპალერის, ბეტონისა თუ ქვის ფაქტურის კერამიკული ფილები ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად მხოლოდ ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმში — „Mosaics“-ში, სადაც ევროპული წამყვანი ბრენდების ესთეტიკურად, ფუნქციურად და ხარისხით გამორჩეული პროდუქცია დაგხვდებათ.
[R]