Frag-ი იტალიური ავეჯისა და აქსესუარების ბრენდია, რომლის ისტორია 1921 წლიდან იწყება. კომპანია წარმოადგენს ოჯახურ ბიზნესს, რომელსაც უკვე მეოთხე თაობის წარმომადგენლები უძღვებიან. Frag-ის წარმატების მთავარი მიზეზი ტრადიციისა და სიახლის ჰარმონიული შერწყმა, სხვადასხვა თაობის მყარი ურთიერთკავშირი და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მიდგომებია. Frag-ი არის ოჯახური ისტორიის მატარებელი ბრენდი, რომლის საქმიანობაშიც ოჯახის თითოეული წევრია ჩართული, ამიტომ პროდუქცია განსაკუთრებული ზრუნვითა და ყურადღებით იქმნება, კომპანია კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და სანდოობით გამოირჩევა.
Frag-ი გამოხატავს იტალიურ ელეგანტურობას და დახვეწილ ესთეტიკას, რომელიც დაარსების დღიდან განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ტყავის მასალაზე და მისი განსხვავებული დამუშავების ტექნოლოგიით ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ამას გარდა, ბრენდი აწარმოებს სხვადასხვა მასალის უმაღლესი ხარისხის უნიკალურ ავეჯს — სკამებს, სავარძლებს, დივნებს, საწოლებს, მაგიდებსა თუ აქსესუარებს. Frag-ის ხელწერა, რომელიც ტრადიციული იტალიური მიდგომებითა და საერთაშორისო წამყვანი დიზაინერების ხედვით იქმნება, მდგრად დიზაინს სთავაზობს მომხმარებლებს, რადგან პროდუქცია არასდროს კარგავს აქტუალობას და მაღალი ხარისხის დამსახურებით, წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირველად იერსახეს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ Frag-ის რამდენიმე გამორჩეულ მოდელს, რომლებიც თქვენს საცხოვრებელს იტალიურ ელეგანტურობას შესძენს და განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ:
დივანი „HUG”
„HUG” გახლავთ დახვეწილი მოდელი, რომელიც გეომეტრიული ფორმებით, მარტივი ხაზებით, ტრანსფორმირებადი ელემენტებით ხასიათდება და მრავალფეროვან გარემოს ერგება. ტახტის საზურგეების მოხსნა და სურვილისამებრ ცვლილება შესაძლებელია, ამიტომ ის განსხვავებულ კომპოზიციებს გვთავაზობს და სივრცეზე მისი მორგება მარტივია. მოდელი უმაღლესი ხარისხის ქსოვილით არის დამუშავებული და ნაზი ტექსტურით, რბილი, ჰაეროვანი ზედაპირით ხასიათდება, რაც მაცხოვრებლებსა თუ სტუმრებს დასვენების, მოდუნებისა და განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს.
სავარძელი „Caruso”
მოდელი „Caruso” ელეგანტურობის, კომფორტის და იტალიური სრულყოფილი დიზაინის ნიმუშია, რომელიც კარგად გამოხატავს ბრენდის იდეასა და კონცეფციას. დიზაინი, რომელიც ტყავის და ფოლადის მასალისგან არის შექმნილი, ადამიანის სხეულის ფორმებს იდეალურად ერგება და დასვენებისა და რელაქსაციისთვის ყველა პირობას ქმნის. მინიმალისტური ფორმებით, თუმცა ელეგანტური იერსახით, სავარძელი ინტერიერის გამორჩეული ელემენტი გახდება და განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და განწყობას უზრუნველყოფს.
სკამი „Syren”
სკამის კოლექცია „Syren” სირბილისა და სიმსუბუქის ჰარმონიულ სინთეზს ქმნის და მდგრად დიზაინს განსაზღვრავს, რომელიც დახვეწილი, ელეგანტური ფორმებითა და ხარისხით მრავალი წლის განმავლობაშიც არ კარგავს აქტუალობას. სკამი, რომელიც მილისებური ფორმის ლითონის ფეხებზე დგას, აქცენტირებული ტყავის ელემენტებით და რბილი დასაჯდომი ტექსტურით ხასიათდება. ამასთანავე, საზურგის ნაზი ბალიში სხეულის ფორმას ერგება და კომფორტულ პირობებს ქმნის სხეულის დასასვენებლად.
მაგიდა „Artù”
„Artù” მრგვალი ფორმის მაგიდა განკუთვნილია სასადილო და სამუშაო ოთახებისთვის, რათა მდიდრული ატმოსფერო და ელეგანტური ინტერიერი უზრუნველყოს საცხოვრებელში. Frag-ის მაგიდა ყურადღებას იქცევს არა მარტო ფორმითა და უნიკალური დიზაინით, არამედ მასალითაც. მარმარილოს ზედაპირის მქონე მოდელს მეტალისა და ტყავის ფაქტურით გაფორმებული ძირი აქვს, რაც საოცარ მიმზიდველობას ანიჭებს და ოთახს დახვეწილობას მატებს. ამასთანავე, პროდუქტი კომფორტული გამოსაყენებელია და პრაქტიკულობით ხასიათდება, ამიტომ საცხოვრებელში მნიშვნელოვან ფუნქციურ ადგილს შეასრულებს.
საწოლი „Otto”
მოდელი ესთეტიკისა და კომფორტის ერთიანობით სრულყოფილ დიზაინს ქმნის და ავეჯის ელეგანტურობას უსვამს ხაზს. საწოლი გამოირჩევა ტყავის ზედაპირით, უნიკალური რბილი საწოლის თავით, რომელიც ასევე ტყავისგანაა დამზადებული და მსუბუქ მისაყუდებელს უზრუნველყოფს, და მეტალის დაბალი ფეხებით. პროდუქტი ყველა პირობას აკმაყოფილებს ხარისხიანი ძილისა და სრულფასოვანი დასვენებისთვის. ამავდროულად, სახასიათო დიზაინისა და ფორმის წყალობით ინტერიერს საოცარ მოხდენილობას სძენს და დახვეწილ ესთეტიკას ანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში Frag-ის პროდუქციის შეძენა ამიერიდან ავეჯისა და აქსესუარების შოურუმ Mysa-შია შესაძლებელი, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის N6-ში მდებარეობს.
რუბრიკის წარმდგენია Mysa