in

FRAMERY – ღია ოფისებში ხმაურისა და კონფიდენციალურობის გადასაჭრელად

“Framery” ხმაგაუმტარი სატელეფონო და შეხვედრების ჯიხურების მწარმოებელი ფინური კომპანიაა. ხმაგაუმტარი პროდუქტების შექმნის იდეა ღია ოფისებში ხმაურისა და კონფიდენციალურობის საკითხის გადასაჭრელად გაჩნდა. ჯიხურებში ყველა დეტალი საგულდაგულოდ არის გათვლილი, რაც მათ კომფორტულობას, პრაქტიკულობასა და ესთეტიკას უზრუნველყოფს. 

“Framery”-ის განცხადებით, ამგვარი ჯიხურები მსოფლიო წამყვანი კომპანიების თანამშრომლებს მნიშვნელოვნად პროდუქტიულს ხდის და რაც მთავარია – აბედნიერებს მათ. “Forbes 100” კომპანიის 40% Framery-ს ჯიხურების მომხმარებლები არიან.

ხაზგასასმელია სხვადასხვა კვლევის შედეგები ღია ოფისებში მომუშავე თანამშორმლების შესახებ:

    • თანამშრომლების 50%-ზე მეტს უჭირს კონცენტრირება ღია ოფისებში; (University of Sydney)
    • დაახლოებით 20 წუთი სჭირდება ადამიანს ფოკუსის აღსადგენად ყურადღების უმნიშვნელო გადატანის შემდეგ; (University of California)
    • ღია ოფისში მომუშავე თანამშრომლები 15%-ით ნაკლებ პროდუქტიულები არიან. (University of California) 

Framery მომხმარებლებს ორი სახის შეხვედრების ჯიხურებს სთავაზობს- 2Q და 2Q Lounge. ორივე პროდუქტი არის 2-4 ადამიანზე გათვლილი, სადაც დაცულია ხმის გაუმტარობა როგორც შიგნიდან, ასევე გარედან.

კომპანიის საიტზე მარტივი კონფიგურატორი ჯიხურების ფერების, განლაგებისა და სხვადასხვა პარამეტრების ცვლილების საშუალებას იძლევა. განსხვავება ამ ორ მოდელს შორის ავეჯითაა განპირობებული – 2Q ფორმალური შეხვედრებისთვის, ხოლო 2Q Lounge არაფორმალური შეხვედრებისთვისაა გათვალისიწნებული.

გამოყენება: შეხვედრების ოთახი;

დამახასიათებლები: ხმაგაუმტარი, კონდიცირებადი, შშმ პირებზე მორგებული, კონფიგურირებადი;

პარამეტრები:

    • სიმაღლე – 222 სმ
    • განი – 235 სმ
    • სიღრმე – 280 სმ

ფოტო: Framery,  Archiproducts

დიზაინერების რჩევები ინტერიერში ფერების შერჩევისას

ყველა დროის 10 საუკეთესო სკამი